ჯიმინმა მთელი დღე სტუდენტების დაკითხვაში გაატარა. ვერაფერს მიაგნო სანამ დენს არ მიმართა, რომელიც ფსიქოლოგიას სწავლობდა გრეისონის კლასში.
„გთხოვ, მითხარი დენ, როგორი მცირედიც არ უნდა გეჩვენოს" ჯიმინმა ბლოკნოტი ამოიღო და დამარწმუნებელი მზერით გახედა.
„სიმართლე რომ ვთქვა, არ ვარ დარწმუნებული რა უნდა გითხრათ, გრეისონი კარგი ადამიანი იყო, ყოველთვის მეხმარებოდა თუ რამეს ვერ გავიგებდი. მან თითმქის ყველაფერი იცოდა რაც პროფესორმა ჯონმა გვასწავლა. დარწმუნებული ვარ ისიც მოქმედებდა ამაზე, რომ ის მთელ თავის თავისუფალ დროს მასთან ატარებდა უნივერსიტეტში. ის მას პატივს სცემდა, მე თუ მკითხავ ზედმეტადაც კი." ჯიმინმა ყურები დაძაბა, თავით ანიშნა რომ გაეგრძელებინა.
„ერთი წამიც არ გავიდოდა რომ არ ეხსენებინა როგორი შესანიშნავი იყო პროფესორი. სულ ლაპარაკობდა მათ პირად სესიებზე, იმაზე რომ გვიანობამდე რჩებოდა მის ოფისში, თავიდან ვიეჭვე, რომ მათ შორის შეიძლება უფრო მეტი ხდებოდა, ვიდრე ამბობდა, მაგრამ როდესაც რამეს ვახსენებდი ამასთან დაკავშირებით, გრეისონი ყოველთვის შემისწორებდა, რომ ეს უბრალოდ პლატონური ურთიერთობა იყო. ის ამტკიცებდა რომ არაფერი რომანტიული ან სექსუალური იყო მათ შორის, მაგრამ რამდენჯერაც გამოვიჭირე თუ როგორ უყურებდა პროფესორი მას,აზრი შემეცვალა." ჯიმინმა ჩაიწერა, ვერ იჯერებდა რასაც ისმენდა.
„თუმცა გრეისონი ამას ყოველთვის უარყოფდა და ის არ იყო ისეთი ადამიანი, რომელდაც შეეძლო მე მოვეტყუებინე." დენმა მხრები აიჩეჩა და სკამს მიეყუდა.ჯიმინი გაოგნებული უყურებდა, არ იცოდა ამ სიტუაციისთვის როგორ შეეხედა. ჯონგუკს არასდროს უხსენებია როგორ ახლოს იყვნენ ის და გრეისონი. მეტიც, მასსაც არასდროს უკითხავს მათი ურთიერთობის შესახებ. ჯონგუკი ბევრს არ ლაპარაკობდა გრეისონზე მათი პირველი შეხვედრის შემდეგ. ნამდვილად შეწუხებული ჩანდა მისი გაუჩინარებით, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც უნდა ყოფილიყო, თუ ასე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
ჯიმინმა წარბები შეჭმუხნა, ახალ ინფორმაციას აანალიზებდა. ეჭვი არ უნდოდა მიეტანა ჯონგუკზე ჯერ, თუმცა შოკიდან ვერ გამოდიოდა. კარგად გააზრება ვერ მოახერხა სიტუაციის. ნებისმიერი პროფესიონალი გამიჯნავდა პირად გრძნბებს სამუშაოსგან. ჯონგუკის მიმართ არ იქნებოდა სამართლიანი თუ პირდაპირ დასკვნებს გამოიტანდა ისე რომ მის ნათქვამს არ მოისმენდა.
ბოლობოლო შეიძლებოდა უბრალოდ მონდომებული ლექტორი იყო, რომელიც ყველანაირი გზით ცდილობდა სტუდენტებს დახმარებოდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც უდანაშაულო ლექტორების მიმართ ბრალი წაუყენებიათ, რომლებიც უბრალოდ ცდილობდნენ სტუდენტებისთვის თავისი ცოდა გაეზიარებინათ. ჯიმინს ბევრი საქმე გაუხსნია, რომლებიც ეხებოდნენ გაყალბებულ მტკიცებულებებს, რაც ლექტორების მიერ გავლენის ბოროტად გამოყენების ფაქტს ადასტურებდა. სტუდენტები ხშირად ცდილობდნენ ლექტორის ადგილიდან მოხსნის მუქარით მაღალი ქულები დაეწერათ. ამიტომაც ჯიმინს სჭირდებოდა ჯონგუკის მხარე მოესმინა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა გრეისონთან.
„მადლობ დენ, ძალიან დაეხმარე გამოძიებას,შეგიძლია მეცადინეობას დაუბრუნდე. კიდევ ერთხელ ვიზიარებ შენს მწუხარებას." ჯიმინი ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. გადაწყვიტა ამით დაესრულებინა დაკითხვა.
YOU ARE READING
Arrest Me! [Jikook]
ספרות חובביםაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...