გინახავს როგორ კვდება ადამიანი?
არა გარეგნულად არამედ შინაგანად.გინახავს როგორ იბრძვის მისი გახრწნილი სული სხეულიდან გათავისუფლებისთვის?
ლამაზი, ან თუნდაც მასსავით მახინჯი ლეშად ქცეული სხეულიდან გათავისუფლებისთვის?
მე მინახავს.
მათ ყოველდღე ვხედავ.
ვეხმარები კიდეც რომ თავი დააღწიონ ადამიანთა სხეულებს.მევედრებიან რომ არ ვაწვალო.
მაგრამ ზოგჯერ სიამოვნებასაც კი ვღებულობ მათი ტკივილისგან
დამანაჭული სახის ყურებისას.იმდენია...
იმდენია გარშემო რომ ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ვახერხებ დავისვენო.
ეგოისტურად ჟღერს, მითუმეტეს მისთვის, ვისაც გრძნობა არ გააჩნია, მაგრამ ალბათ ესეც ადამიანთა გავლენაა.ადამიანები ხომ ყველაზე წმინდა და ამავე დროს ყველაზე უწმინდური არსებები არიან.
ალბათ გაინტერესებთ ვინ ან რა ვარ.
მაგრამ საერთოდ ითქმის ჩემზე რამე?!
არა.
მე უკვდავება ვარ, დასაბამიდან დასასრულამდე.
განაჩენი ვარ ყველა ცოცხალის.ახლა ისევ ადამიანთა სულებს დავუბრუნდეთ.
განსახილველი მართლაც ბევრია.
რომ დავიწყო ალბათ ვერც დავასრულებ.
ბევრი ისტორიაა.მაგალითად რამოდენიმე დღის წინ ერთ კაცთან ვიყავი.
უკვე მოხუცი იყო.
ბევრი გადაეტანა.
სულიც დამძიმებული ჰქონდა.
ცხოვრებაში ბევრი გამოუცდია და ბევრი შეუცოდავს კიდეც.
ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა წმინდანი ვარო, მაგრამ ღმერთს ევედრებოდა ასე ტანჯვით ნუ წამიყვანო.
მან არ იცოდა რომ ღმერთი მას ვეღარ უშველიდა.
გმინავდა მალე მომკვდარიყო.
იცოდა საწყალმა რომ აღარაფერი ეშველებოდა და დანებდა.
დანებდა ბედისწერას და ჩამბარდა.
თავიდან რომ დამინახა შეცბა.
ეტყობოდა არ იცოდა რომ მე მივაკითხავდი.
ბევრია ასეთი.სუსტები არიან, ძალიან სუსტები.
მშიშრები.
რაც არ უნდა დიდი დრო ჰქონდეთ გალეული მაინც სიცოცხლის წყურვილი კლავთ.
მაინც ამ განადგურებულ, დამპალ ადგილზე უნდათ ცხოვრება და იმასაც ვერ ხვდებიან რომ თავად შექმნეს ასეთი ყოფა.
თავად აირჩიეს საკუთარი ბედი.