-რა მოუვიდა? - გაკვირვებულმა გააყოლა თვალი იუნგიმ ჯინს და ახლად გამოსულ ნამჯუნს შეხედა.
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ისე თითქოს მართლა არ იცოდა - შენ აქ რა გინდა?
- შარში ვარ ძმაო - ღრმად ამოიხვნეშა და ოთახში არსებულ ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა. ნამჯუნიც მის პირდაპირ იატაკზე დაჯდა და ინტერესით შეხედა იუნგის, მეგობარი ასეთი დაღონებული არ ენახა.
- რა მოხდა? ყველაფერი კარგად არის?
- არა არაფერია კარგად. - ამოიოხრა და ნამჯუნს შეხედა.- შეყვარებული ვარ.
- მაგას რა ჯობია იუნგზ, შემეშინდა მეგონა რამე სერიოზული იყო - ჩაიცინა ნამჯუნმა და თავი გააქნია.
- ბავშვი შემიყვარდა - ამოოხვრით თქვა და თავი ხელებში ჩარგო.
- ბავშვი? რამდენი წლის არის - გაკვირვებულმა იკითხა.
- 18.
- შარში ხარ.
__
- ჯინ?
გაკვირვებულმა იკითხა სამზარეულოში შესულმა იუჯიმ. ძმა ასე ადრე ამდგარი ჯერ არ უნახია.
- ჰოო - ჩავილაპარაკე დაღლილმა და ცალი თვალით გავხედე.
- ჰეი, კარგად ხარ? - გვერდით მომიჯდა და ხელი ხელზე დამადო.
ჩამეცინა.- ცუდად ყოფნის რას მატყობ პატარავ? - მთლიანად მისკენ მივტრიალდი და გავუღიმე.
- არ ვიცი, როგორც წესი გვიანობამდე გძინავს. ახლა ცხრა საათია და შენ ყავას სვავ, მგონი უცნაურია ხო? რას იტყვი?
- შეიძლება. - ჩავიცინე, ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი რათა ჭიქა ნიჟარაში ჩამედო.
- კარგი მე უნდა წავიდე, დღეს დამატებით რამდენიმე ლექცია მაქვს და უნივერსიტეტში ადრე უნდა მივიდე - დაღლილმა თქვა და ფეხზე წამოდგა.
- მოდი დღეს რამე გავაკეთოთ, მე და შენ ერთად.
- დღეს არსად მიდიხარ?
BẠN ĐANG ĐỌC
You Are My Autumn🍁
Fanfiction°Merri ერთფეროვანია ირგვლივ სამყარო........მეც რაღაც ახლის მოლოდინში ვეგებები დილას.....რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, ძველის თანმდევი, უფრო ლამაზი და უფრო ნათელი, იმედის მომცემი.....უიმედობა და ერთფეროვნება თითქოს წარსულში დარჩა.ერთ ფერში ვხედავ სამყარო...