1884 წელი, 12 ივლისი, ლივორნო/იტალია
ქალაქში წვიმდა, ნისლს ყველაფერი დაეფარა გარშემო, ქუჩებში ხალხი აღარ დაიარებოდა. ერთ-ერთი სახლიდან ბავშვის ტირილის ხმა გამოდიოდა, ევგენია გარსენი მშობიარობდა. პატარა, ლამაზი ბიჭი დაიბადა, რომელსაც მოდილიანი დაარქვეს. იმ ღამით ყველა ბედნიერი იყო..
1919 წელი, პარიზი
-ჟანა..
-ჩემი სახელი საიდან იცით?
-ვიცი. ამადეო...
-მოდილიანი, ვიცი ვინც ბრძანდებით, ყველამ იცის..
-წამოდი, მინდა ვნახო წვიმაში როგორი ხარ.. მე მიყვარს წვიმა, მიყვარს მისი ნაამბობი...
-რა საინტერესოა, მოლაპარაკე წვიმა არსებობს?
-კი..
-რაზე გესაუბრებათ ხოლმე?
-იმაზე, რომ შლაპა გჭირდება.
ჟანამ გაიღიმა, ოჰ, ეს იყო ის რასაც მოდილიანი ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა, მან მშვენიერება ჟანას ღიმილში ჰპოვა.
-შემოიარე ჩემთან და დაგხატავ, თუ გამიმართლებს... შენს თვალებსაც დავხატავ.
-როგორ ფიქრობ შენისთანა რეპუტაციის კაცს შინ ვესტუმრები? გიჟი გგონივარ?
-ჰო...
მოდილიანმა ჟანა დახატა, ეს ყველაზე საყვარელი ნახატი იყო მათ შორის რაც კი დაუხატავს...
-რას იტყვი?
-თვალები სად არის?
-ძალიან შორს ვიყავი და თვალებს ვერ ვხედავდი.. შენს სულში რომ ჩავიხედავ, თვალებსაც მაშინ დავხატავ.
-----------------------
-მე მყიდველი ვარ, თუმცა კარგა ხანს მალოდინეთ, მაგრამ ჩემი აზრით თქვენი ნახატები საინტერესოა.
-ესეიგი საინტერესოა? მითხრეს უამრავი ფული აქვს მაგრამ გემოვნება არ გააჩნიაო... მართლები ყოფილან.
-----------------------
მოდილიანი წვიმაში იჯდა და იმ მელოდიას ჰყვებოდა რომლისაც მხოლოდ მას ესმოდა.. წვიმის წვეთები ფანჯრის რაფებს ეხეთქებოდნენ და გზას მიიკვლევდნენ...