ჯინი და იუნგი გაოცებული სახეებით უყურებდნენ ჯიმინს.
„საიდან მოიტანე ჯიმინ, პროფესორი ჯონგუკი რატომ მოკლავდა 4 ადამიანს, მითუმეტეს, ალოგიკურია, რატომ დაგვეხმარებოდა მკვლელის დაჭერაში თუ თვითონვე არის. ნამდვილად სიგიჟე იქნებოდა. რაიმე მტკიცებულება გაქვს ისეთი რაც ნამდვილად დაამტკიცებდა ამ ფაქტს?" ჯინმა წარბი აწია და თავი გვერდზე გადახარა, ვერ იჯერებდა ჯიმინის ნათქვამს.ჯიმინმა პირი გააღო, გაიაზრა რომ მართლაც არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ეს უბრალოდ მისი ეჭვი იყო რომ ჯონგუკი იყო მკვლელი. ჯონგუკს ნამდვილად არანაირი მოტივი არ უნდა ჰქონოდა რომ 4 კაცი მოეკლა. მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იყო მასთან დაკავშირებული დანარჩენი არა და მხოლოდ ძალიან სულელი ან ძალიან ამაყი მოკლავდა ისეთ ადამიანს რომელიც მასთანაა დაკავშირებული. ჯონგუკი კი საკმაოდ ჭკვიანი იყო, მითუმეტეს ამ სფეროში ცოდნა ჰქონდა. ის არ იქნებოდა მკვლელი. ჯიმინმა თავი გააქნია, თმაში ხელები შეიცურა.
„გადავიღალე,მართალი ხართ არანაირი სამხილი ან რეალური მიზეზი არ მაქვს რომ ეჭვი მივიტანო მის ქმედებებზე. მაგრამ მის ინიციალებზე რას იტყვით? მისი სახელი ჯონ ჯონგუკია, ჯ.ჯ. ეს შეიძლება სწორედ მისი იყოს, ასე არ არის? იმას ვგულისხმობ რომ საკმაოდ დიდი დამთხვევაა რომ მას და მკვლელს მსგავსი ინიციალები აქვთ." ჯიმინმა ორივეს სათითაოდ გახედა, კიდევ ვერ ფიქრობდა რისთვის დაეჯერებინა.„ალბათ შესაძლებელია მაგრამ ჯიმინ ფაქტობრივად, შენ და შენი ძმაც მსგავს ინიციალებს ატარებთ. თქვენი გვარი, სანამ შეიცვლიდით, ჯანი იყო და როგორღაც მკვლელმა ეს იცოდა, ამიტომ შესაძლებელია მან შენი ინიციალები გამოიყენა."
„ან შესაძლოა ყველაფერი დასაბნევად იყოს და დამნაშავე მხოლოდ გვეთამაშება, იმისთვის რომ რომელიმე ჩვენგანში შევიტანოთ ეჭვი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ მან წერილში პირდაპირ ჯიმინს მიმართა, ცდილობს ყველას გვაფიქრებინოს რომ ჯიმინი მკვლელს იცნობს ან მასთან მუშაობს კიდეც. ეს წერილი მხოლოდ აუარესებს ჩვენს სიტუაციას, თავიდან ვიფიქრე დაგვეხმარებოდა მაგრამ როგორც ჩანს არა." იუნგიმ თვალები მოისრისა.
KAMU SEDANG MEMBACA
Arrest Me! [Jikook]
Fiksi Penggemarაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...