1/1

562 49 25
                                    

   "მივდივარ და ვფიქრობ, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა და არამარტო ცოტა ხნის წინ.

ერთი ტიპიური დღე ჩემს ცხოვრებაში.

ახ, რა სასაცილოა არა?! ერთი, პატარა, ქუჩის მათხოვარი, რომელსაც არაფერი დარჩენია.

ისევ და ისევ. ყოვეთვის ასე ხდება. ზიხარ შენთვის და ელოდები, რას გაჩუქებს ბედი იმ დღეს.

როგორც წესი, ბედი სულ ერთი და იგივეს მიგზავნის.

ხალხს, რომელიც დასცინის, ჩაგრავს და ყველაფერზე ხელს უკრავს ჩემნაირ ხალხს,

მეორე, ხალხი, რომელიც უბრალოდ გაიგნორებს, უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიათ მოკვდები თუ არა

და

მესამე, ხალხი, რომელიც "მოწყალებას" იჩენს და "გეხმარება", მაგრამ ასე მხოლოდ ისინი ფიქრობენ.

ისინი არც კი ფიქრობენ რა არის ნამდვილი დახმარება.

მათ დახმარება, 5 თეთრის, მათხოვრისთვის გადაგდება ჰგონიათ.
ჰგონიათ, რომ ისინი ადამიანს თუ ამას გაუკეთებენ, იმ ადამიანს ყველაფერი ექნება "სრულყოფილი" სიცოცხლითვის და ცხოვრებაც მშვენიერი ექნებათ.

მართალია, ეს 5 თეთრი ცოტათი "გვეხმარება", მაგრამ ეს არაა საკმარისი. უმდურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ეს 5 თეთრი, არავის არ სჭირდება.

მე და არა მარტო მე, ალბათ, ფულზე მეტად, საუბარი გვჭირდება.

ისევე, როგორც ყველგან, აქაც არის ჯუნგლის კანონი.
ძლიერი სუსტს ჩაგრავს და ართმევს ყველაფერს რაც აქვს. თუ ის არ დაჩაგრავს და გაქურდავს, მაშინ სხვა უზამს ამას მას.

აქ, ყველას 3 სიტყვა გვაერთიანებს. ეს სიტყვებია
"ტკივილი", "მძიმე", "წარსული".

გიპოვეWhere stories live. Discover now