როგორი იყო? მისვამთ კითხვას მე კი როდესაც მას ვიხსენებ მხოლოდ ერთადერთი სიტყვა მახსენდება, "გიჟი." გიჟი იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კიმ თეჰიონი.
ამბობენ რომ სიგიჟე გადამდებიაო, არ მჯეროდა მანამ სანამ მას არ შევხვდი. ეხლაც მახსოვს მისი მზერა, მზერა რომლითაც მატყვევება, მხოლოდ მზერით მაჩოქებდა, მეშინოდა რომ მის სიხლოვეს საკუთარ თავს დავკარგავდი, მეშინოდა მაგრამ მისი ეს აურა მისი სიგიჟე, მისი გამოხედვა ყველაფერი მისკენ მიბიძგებდა. მეც ნელ-ნელა მივილტვოდი მისკენ, ნელ-ნელა ვიძრებოდი მასში და ვერც ვაცნობიერებდი თუ რამდენად ძლიერად ვკარგავდი საკუთარ თავს.
მიყვარდა მისი ყველა ცუდი ჩვევა, მისი მესაკუთრეობა, მისი ბინძური აზრები, მისი მრავალმხრივი ფანტაზიის უნარი. ყველაფერი მიყვარდა მასში. ის იმ წიგნის კატეგორიებში შედიოდა რომლებიც ერთს განახებდნენ, მაგრამ სრულიად სხვას გულისხმობნდენ და თუ კარგად ჩაუჯდებოდით სულ სხვა რამეს აღმოაჩენდით.
ლაბირინთივით იყო მისი გრძნობები, მისი სურვილები, მისი ხასიათი, მეც ამ ლაბირინთში ახლართული ემოციებისაგან გაბრუებული უფრო და უფრო ვაბიჯებდი მასში და რაც უფრო შორს მივდიოდი მით უფრო ვიძირებოდი მასში, მით უფრო ვწყდებოდი რეალობას. ვებმებოდი მის არეულ გრძნობებში და ვიძირებოდი მის მიერ შექმნილ ფანტაზიებში.
ულამაზესი იყო იმდენად ლამაზი რომ ახლაც ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ რომ ასეთი ადამიანი არსებოდა. ვერ ვიჯერებ რომ რეალური იყო ისევ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მგონია, მაგრამ ის ყველაზე რეალური იყო ამ წყეულ სამყაროში პირადად ჩემთვის. ანგელოზივით ლამაზი კიმ თეჰიონი.
ხშირად ამბობდა რომ მე მას ვეკუთვნოდი, ამბობდა რომ თითოეული ჩემი ნაწილი მის მიერ არის შექმნილი ამბობდა რომ მე არაფერი ვიყავი მის გარეშე. მართალიც იყო, ჩვენ ორივენი ერთ მთლიანობას წარმოვადგენდით. ჩვენი გრძნობა გიჟური იყო, ამოუცნობი, ისეთივე როგორიც თავად ის.
YOU ARE READING
He... ✔️
Fanfictionსაკუთარი თავის სიყვარული მასწავლა რადგან ის უფრო მეტი იყო ჩემში ვიდრე მე. საკუთარი სხეული შემაყვარა რადგან თავად ძერწავდა მას თავად ქმნიდა, ნელ-ნელა მანაწევრებდა, მშლიდა და უნაკლოს მხდიდა ისეთივე უნაკლოს როგორიც თავად იყო. ...