წიგნი ნახატებით

714 85 67
                                    

- უკაცრავად, გაქვთ წიგნები ნახატებით?- ბიბლიოთეკარს პატარა ბარათს უწვდის პირადობის დასადასტურებლად, რომ წიგნის გატანის უფლება მიიღოს.

- ნახატებით?- შუა ხნის ქალბატონი წარბს ზემოთ სწევს და აუჩქარებლად ართმევს ბარათს,- საბავშვო განყოფილება არ აქვს ჩვენს ბიბლიოთეკას. თქვენი პატარასთვის წიგნის ყიდვა, ქუჩის კუთხესთან მდებარე მაღაზიაში შეგიძლიათ.

ნახევრმთვარისებრი სათვალე მათემატიკის მკაცრი მასწავლებლის იერს აძლევს, ხოლო გამოხედვა -  ცუდი მეზობლისას. მისი თვალები პირამდე აივსო კრიტიკით, როდესაც მკითხველმა ხმა კიდევ ერთხელ ამოიღო.

- თქვენ ვერ გამიგეთ, წიგნი ჩემთვის მინდა.

ქალბატონმა კიდევ ერთხელ დახედა ბარათს და დამცინავად დაუბრუნა თვალები გოგონას.

- ოცდაერთი წლის და ისევ საბავშვო წიგნებს კითხულობს,- ვითომ ჩუმად, მაგრამ მაინც გოგონას გასაგონად ჩაილაპარაკა,- მომიტევეთ, მაგრამ არ გვაქვს.

ეს მეოთხე ბიბლიოთეკაა დღეს, საიდანაც დამცინავი ტონით გამოაცილეს.

პირველად უფრო რთული იყო, მაგრამ ახლა შეეგუა.

კითხვა უყვარს, მაგრამ არ შეუძლია. იმიტომ კი არა, რომ ასოების ცნობა არ იცის?! არა. მიზეზი ისაა, რომ გონებით ვერ ხედავს.

ერთ-ერთი წიგნი იწყება შემდეგნაირად: "იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა".

მან იცის როგორიცაა წვიმა. ნანახი აქვთ მის ზურმუხტისფერ თვალებს, მაგრამ ახლა, როდესაც მზეა ცაზე, მას არ შეუძლია დაინახოს წვეთები.

როდესაც შვიდი წლის გახდა, დედამ უთხრა, რომ მისი გონება გატეხილია და იქიდან ფერები ჟონავს. 

რვა წლისას, უცნაურმა ექიმმა, თეთრ ხალათსა და ბრჭყვიალა კალმით ხელში, გონება დაუხატა. საგამოფენო ნამუშევარი ნამდვილად არ იყო და არც იმ ნახატთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, კედელზე ჭიკარტით რომ ამაგრებენ, მაგრამ ახსოვს, იმ დღეს ძლიერად იტირა. ფურცელს დღესაც ინახავს.

აფანტაზიაWhere stories live. Discover now