როდესაც გვერდით არავინ გყავს, ეს არის მარტოობა, არა? ყველა ზუსტად ასე ამბობს... მაგრამ პლანეტაზე ხომ მილიარდობით ადამიანია, ირგვლივ ხალხის გარეშე ყოფნა კი დანამდვილებით ძალიან მოსაწყენია. გახვალ თუ არა ქუჩაში, უამრავ ბედნიერ ადამიანს დაინახავ, რომელსაც არ სჭირდები, რადგან მათ უკვე ახლო ადამიანები ჰყავთ. და არის კიდეც ვიღაც ერთი, შეიძლება ის უბრალოდ ვინმეს ელოდება, სავარაუდოდ ისეთივეს, როგორიც დანარჩენი სხვაა, მაგრამ მასთან მისვლა ისეთი საშიშია...თითქოს ეს ადამიანი კი არა, საშიში მხეცი იყოს, რომელიც თავს კეთილად გაჩვენებს და ახლოს მივლისთანავე ყველაფერი ქრება, უეცარ სიცივეს გრძნობ, თითქოს მთლიან გორაკზე მარტო ხარ, შენს წინ კი მხოლოდ ეს მხეცია... გაინძრევი და თავს დაგესხმება, შენი სხეულის დაგლეჯას დაიწყეს და ისედაც გატეხილ გულს უფრო პატარა ნაწილებად დაფშვნის...
რატომ უნდა იცხოვრო ამ წყეულ სამყაროში, თუ თითოეული მგელი ცხვრის ტყავში იმალება. თავიდან თეთრი და ფუმფულაა, მაგრამ მიენდობი თუ არა, იფიქრებ თუ არა, რომ ის ზუსტად ის მეგობარია, რომელსაც ამდენი ხანი ელოდი, რომელიც გგონია, რომ ამ მარტოობიდან დაგიხსნის, ის იმწამსვე იძრობს ამ ტყავს, რომელიც ტანზე ასე კარგად აჯდა. შენ კი მის ნამდვილ სახეს დაინახავ...უყურებ მის წითელ, ცეცხლოვან თვალებს და იქ ვერაფერს ხედავ... ვერაფერს როგორ, იქედან ვერაფერს, რისი დანახვაც გინდოდა... იქ ვერ დაინახავ ძველ ზრუნვას და სითბოს, ვერ დაინახავ მხიარულ ღიმილსა და საყვარელ სიცილს...შენი სხეულის, შენი სულის მოკვლის, შენი ყველა იმედის ჯოჯოხეთში გაშვების სურვილს - აი, რას დაინახავ მათში შენ. ის მის ეშვებს გამოაჩენს, რომ ისინი შენს დაუცველ ნდობაში ჩაარჭოს.
და ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო ხალხს? თუ მათში კარგს ვერაფერს ხედავ, გარდა დამშეული სახისა და წითელი თვალებისა?
ახლა უკვე ირგვლივ ყველა თეთრი ცხვარი როდია...ახლა ისინი მხეცები არიან, რომელთა სამიზნეც შენ გახდი.
