მაისისათვის დამახასიათებელი თბილი, თუმცა ქარიანი საღამო იდგა.
სახლში უსაქმურობით დაღლილმა გასეირნება გადავწყვიტე.
ახლადნაყიდი ველოსიპედის ხიბლი ჯერ ვერ მოვიკალი, ამიტომ სწრაფად გამოვიყვანე გარაჟიდან და სკვერისაკენ წავედი.
ქალაქგარეთ ცხოვრების ერთ-ერთი ხიბლი ის არის, რომ ბევრი მანქანები არ დადიან, ამიტომ სუფთა ჰაერს სუნთქავ და თავისუფლად შეგიძლია სეირნობა.
ამ საღამოს რატომღაც ხალხმრავლობაა სკვერში.
ალბათ მოახლოებული ზაფხულის დღეებს ჩემსავით სულმოუთქმელად ელიან და ახალი თავგადასავლების საძებნელად გარეთ მოუყრიათ თავი.სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან მოსეირნე წყვილები, ოჯახები და უბრალოდ მეგობართა ჯგუფები არიან.
ვნანობ, რომ მეც მათსავით ფეხით არ წამოვედი, რადგან ამდენი ხალხისათვის გვერდის აქცევა უკვე ძალიან მიჭირს. არადა სახლიდან უკვე ძალიან შორს ვარ და სახლში დაბრუნება მეზარება, რათა ველოსიპედი შინ დავტოვო და უკან ფეხით დავბრუნდე.
რაც არის არის, ხვალ ამ შეცდომას აღარ დავუშვებ, თუ რა თქმა უნდა ხვალაც მოვინდომებ გასეირნებას.
როგორციქნა პარკის ცენტრალური ნაწილი დავტოვე და უფრო მყუდრო ადგილას გამოვედი, სადაც იმდენი ხალხი არ ირეოდა, რომ მოძრაობა გამჭირვებოდა.
სასიამოვნოდ თბილი ნიავი ქროდა, რამაც მაიძულა სიამოვნებისაგან წამიერად თვალები დამეხუჭა. ეს განცდა ისეთი სასიამოვნო იყო, რომ მისი განმეორება განვიზრახე.
როდესაც მეორედ დავხუჭე თვალები და მაისის ნიავს მივეცი უფლება ჩემი სახის თითოეულ ნაკვთს ნაზად მოფერებოდნენ, მოულოდნელი ყვირილი შემომესმა.-ჰეი ფრთხილად! ამ სიტყვებზე შევკრთი, საჭე ვეღარ დავიმორჩილე და იქვე მწვანე მინდორზე დავეცი.
ველოსიპედი ფეხზე დამეცა და კოჭი მატკინა, ამიტომ დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა ვერ შევძელი.
YOU ARE READING
Unexpected H.S (One shoot)
Fanfictionჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდება.