კორიოს უკანასკნელი მეფე

609 72 23
                                    

     აქ გამოყენებული სახელები არ არის რეალური, მხოლოდ  კორიოს დინასტია და  მისი დედაქალაქია რეალური, დანარჩენი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი.
-------------


საღამო ხანი იყო, როცა სასახლიდან ხმა გავარდა, კორიოს მეფის  თეიჯოს გარდაცვალების  შესახებ,  კესონის მოსახლეობა პანიკას მოეცვა.    მონარქს  მემკვიდრე არ ჰყავდა,  რაც სრულ შეშფოთებას იწვევდა სამეფო კარზე,   რადგან  ამით დინასტიას ბოლო მოეღებოდა.  ეს კორიოს დინასტიის დასასრულს ნიშნავდა.

-----

- თქვენ ამბობთ,  რომ მას უკანონო შვილი ჰყავს? - ხმაურით  წამოდგა მაგიდიდან ერთ- ერთი მათგანი, მის სახეზე აღუწერელი მრისხანება შეინიშნებოდა, ამავე დროს შეშფოთება.

- ლი სუმან, გთხოვთ დაბრძანდეთ და მოუსმინოთ, ხოლო აზრები თათბირის ბოლოს გამოხატეთ. -  მშვიდად მიუგო  მაგიდის თავში მჯდომა მამაკაცმა ფეხზე მდგომს, ისე რომ  მისთვის არ შუხედავს.  ისიც დაემორჩილა, მაგრამ მისი მიმიკა ისევ არ შეცვლილა,  ნათელი იყო  იქ შეკრებილთათვის, რომ  ეს  საკითხი დიდი განსჯის და დილემის საგანი გახდებოდა, მაგრამ  მაინც ჩუმად ყოფნა არჩიეს და  უხუცესის სიტყვის გაგრძელებას დაელოდნენ, რადგან კორეის სამეფოს ნეფე სჭირდება და ტახტზე, მხოლოდ მეფის სისხლის მქონე ადამიანი დაჯდებოდა.

- მოკლედ.- მშვიდად დაიწყო თავში  მჯდომმა და ყველა იქ მყოფს მოავლო თვალი. -  დიახ მას უკანონო შვილი ჰყავდა, მის ანდერძში, რომელიც   მან მე სიკვდილის წინ დამიტოვა, ის წერს, რომ მისი შვილი ახლა თვრამეტი წლისაა, რაც სამეფო კანონებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ მას შუძლია ტახტზე ასვლა, რაც შეეხება უკანონობას, აქ საკითხი, რომელიც გადაიჭრება შეიძლება ბევრ თქვენგანს არ მოეწონოს, მაგრამ სამეფო კარის კანონებზე დამორჩილება თითოეულ თქვენგანს გიწევთ, ამიტომ  აქ ორი აზრი არ იარსებებს.  დიახ ის უკანონო შვილია, უფროსიც კი.  პრინცესა საკურა, ჯერ მხოლოდ  თხუთმეტი  წლისაა, ხოლო წესებიდან გამომდინარე, რომელიც ოდითგანვე მოგვყვება, ყველამ იცის, რომ ტახტს, სამეფო სისხლის პიროვნება იკავებს, ჩვენ კი მეფე გვჭირდება, ამიტომ დროა მომავალი მეფე აქ კესონში ჩამოვიდეს, სადაც  კორონაცია გაიმართება და ტახტზე ის ავა, გინდათ ეს თუ არა, ეს მეფის უკანასკნელი ბრძანებაა და ყველა მას უნდა  დაემორჩილოს, გასაგებია? -  კითხვა  ხმამაღალი ტონით  გამოკვეთა  თავში მჯდომმა და მზერა მის მარცხნივ მჯდომ მამაკაცზე შეაჩრა, რომელსაც, რამდენიმე წამის წინ,   სცენის მოწყობა სურდა.  - ბატონო ლი?  თქვენი აზრი, ყველას გვაინტერესებს, წინანდელი ინციდენტი არავის დაგვიწყებია. დიდი  სიამოვნებით მოგისმენთ.

Even If I die,  it's YouWhere stories live. Discover now