the gate of sine

645 59 488
                                    

ცოდვილია სამყარო, რადგან სიყვარული შვა ქვეყნად.

ცოდვილია სამყარო, რადგან დააწესა საზღვრები.

ცოდვილია სამყარო, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერება, ცოდვილთათვის ურგუნებია მხოლოდ.

***

ჩუმ ადამიანებს აქვთ ყველაზე ხმაურიანი გონება!

დიახ ვერავინ იფიქრებდა, რაოდენ მძიმე იყო ამ წამს სიჩუმე, ვერავინ აღიქვამდა ტკივილის სიძლიერეს, ვერავინ აფასებდა  მის გამძლეობას, რადგან ის თითქოსდა უხილავი იყო ამ წამს!

სუფრის ბოლოში დაეკავებინა ადგილი ომეგას, და უმზერდა მის წინ ცარიელ ადგილს, სიხარულით ელოდა მარად, რადგან შეუხებლად, მხოლოდ მზერით დამტკბარიყო მისით,მხოლოდ ცქერით დამტკბარიყო სხეულით,რომელსაც არასოდეს ერქმეოდა მისი, რომელიც სხვის შეხებას შეიგრძნობდა მუდამ,ომეგას სურდა შორიდან შეეგრძნო საყვარელი არომატი, და კვლავ დამარხული გაუმხელელი გრძნობებით აეკლო საკუთარი სიმშვიდის ბუდე!

ესმის მოულოდნელად მოფუსფუსე მსახურების ხმა და ხვდება სრულდება მისი ტანჯვა, კვლავ შეეძლება ლოდინით დაღლილ თვალებს სასურველი ფიგურის აღქმა! თავისდაუნებურად თავჩახრილს ღიმილი ურბენს ბაგეებზე, მოუთმენლად ელის ოთახში იმ ერთადერთის გამოჩენას ვისაც მისი აფორიაქებული სულის დამშვიდება შეუძლია!

და აი ისმის ხმა, ნაბიჯების ხმა, ოთახი  წამშივე ივსება ალფისათვის დამახასიათებელი მძიმე არომატით, დაშაქრული ქლიავის არომატი, თითქოს ტკბილი მაგრამ სიტკბოებისგან ოდნავ დამჟავებული არომატი იების ნაზი ფონი რომ ახლავს შლეიფად! ომეგა ენას აწკლაპუნებს, ნათლად გრძნიბს ენის წვერზე ამ არომატის გემოს, ბლანტ სითხედ რომ მისრიალებს ყელში,
გაუცნობიერებლად თვალებიც კი ეხუჭება ნეტარებით.

ომეგა თავს სწევს და აქამდე საკუთარ ოცნებებში ბედნიერად მომზირალს წამში უფუჭდება განწყობა, სჯობდა კვლავ მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყო ვიდრე ალფა აქ ომეგასთან ერთად ენახა!

𝚃𝚑𝚎 𝙶𝚊𝚝𝚎 𝙾𝚏 𝚂𝚒𝚗𝚎 Where stories live. Discover now