幸せはあなたです

180 25 41
                                    

"იყო და არა იყო რა" - ასე იწყება თითოეული ჩვენგანის ცხოვრება,მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დასაწყისი მხოლოდ ზღაპარს შეიძლება ჰქონდეს,თუმცა, განა ჩვენი ცხოვრებაც არ ჰგავს ზღაპარს? ზოგჯერ მოგვწონს ზღაპრის შინაარსი, ზოგჯერ არა. ზღაპარში უბრალო ამბავთან ერთად, უდიდესი ტკივილიც იმალება.ჩვენ კი ,ზღაპრის უბრალო გმირებს, ავტორის ჩანაფიქრის შეცვლა არ შეგვიძლია. თუმცა,ჩვენი ზღაპრის კითხვის დროს,თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მიანც უნატრია ჰენრი მილსი ყოფილიყო,აეღო ჯადოსნური კალამი და საკუთარი ბედისწერა შეეცვალა.ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება თითქოს ზღაპარია, რომელშიც უდიდესი სიბრძნე შეგიძლია აღმოაჩინო, რომელსაც ადამიანი საკუთარი შრომის და გამოცდილების ფასად აგროვებს. თუმცა,რეალურ ცხოვრებასა და ზღაპარს შორის,ერთი დიდი განსხვავებაა:
ბედნიერი დასასრული.
ზღაპრებში ყველაფერი ლამაზად იწყება,გმირს ყოველთვის ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს და საბოლოოდ,ყველაფერი კარგად მთავრდება.თუმცა,ყველა ჩვენგანის ცხოვრება როდი ჰყავს ლამაზს ზღაპარს,რომელშიც კეთილი ფერია გამოჩნდება,თავის ჯადოსნურ ჯოხს ჰაერში რამდენჯერმე აიქნევს და ზღაპარიც ბედნიერი დასასრულით მთავრდება.
თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხავებულ ზღაპარში ვცხოვრობთ,თუმცა ყველას ერთი დიდი საერთო გვაქვს:ყველა ვიბრძვით ბედნიერი დასასრულისთვის.

მინ იუნგისთვის რომ გეკითხათ,სწამდა თუ არა ბედისწერის არსებობის,მისგან მხოლოდ ირონიულ ღიმილსა და შემდეგ სიტყვებს მიიღებდით:"შეიძლება სხვებისთვის არსებობს,მაგრამ ჩემთვის არა."განა გასაკვირი იყო მსგავსი უკმეხი პასუხი მისგან.
ბიჭისგან,რომელიც ბედისწერამ გაწირა.
განა ვინ იყო მინ იუნგი,რომ ბედისწერას დაპირისპირებოდა მაშინ,როდესაც იუპიტერიც* კი ბედისწერის მორჩილი იყო?
თავისი არსებობის თვრამეტი წლის განმავლობაში,მინ იუნგი უამრავჯერ დაუპირისპირდა ბედისწერას.ჯერ კიდევ თერთმეტი წლისა იყო,როდესაც მშობლები დაკარგა. როდესაც საღამო მოვიდა და როგორც წესი,მშობლები სახლში არ დაბრუნდნენ. საბრალო ბავშვი,ვერც კი აცნობიერებდა რატომ იყვნენ მის სახლში პოლიციელები. ვერც იმას ხვდებოდა,რატომ მივარდა მასთან მოხუცი ლი ტირილით,რომელიც იუნგის ყოველთვის ტუსავდა მის გაზონზე თამაშისთვის, და გულში ჩაიკრა. სამაგიეროდ,მის გონებაში სამუდამოდ,შავი ასოებით ჩაიბეჭდა მისთვის უცხო სიტყვა- ობოლი.

რა ფერია ბედნიერება?Where stories live. Discover now