დამეთანხმებით, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათი სელექცირება რომელიმე კატეგორიაში შეუძლებელია. მაგრამ არსებობს თვისებათა გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც ჭარბობს კონკრეტულ ადამიანებში და მათ განსაზღვრულ ტიპს აკუთვნებს. სტერეოტიპულად, ქალის ხსნებისას, თითქმის ყველას ნაზი, უმწეო არსება წარმოუდგება თვალწინ, ხოლო მამაკაცის ხსენება ბრუტალური, უხეში არსების ასოციაციას იწვევს.მაგრამ, არსებობს ქვე-დაყოფაც, სადაც სულაც არ არის საქმე მარტივად. ყველას გაგვიგონია გამოთქმა ალფა მამაკაცი : ეს ფრაზა ძირითადად იმ ადამიანების მიმართულებით ისმის, ვინც საზოგადოებაში თავის ადგილს მარტივად პოულობს, არ გამოირჩევა დიდი მოკრძალებით და საკუთარი ეგოს დემონსტრირებას დაუფარავად ახდენს.
ჯონ ჯონგუკი 25 წლის ახალგაზრდა ალფა გახლდათ, მაღალი აღნაგობით და ზედმეტად სიმპატიურობით გამოირჩეოდა ყველაგან . უნივერსიტეტში ყველა იცნობდა და აღმერთებდა მას მაგრამ ასეც იქნება რას იტყვით? ქალაქში ყველაზე მდიდარი, ელიტური ოჯახის მეორე ვაჟიშვილია. ასე რომ არ ყოფილიყო უნდა გაგკვირვებოდათ მკითხველნო. ალბათ თქვენც იცით როგორები არიან ისეთი მაღალი ელიტის წარმომადგენლები, და მითუმეტეს ჯონების ოჯახი.
ჯონების ოჯახი არამხოლოდ ელიტის წარმომადგენელია, არამედ მთელ ქალაქში არა მთელ მსოფლიოში განთქმული ოჯახია. ჯონ ბოგუმი მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალფა რომელიც დიქტატორის სახელით არის ცნობილი, ყველამ იცის რა ხდება მაშინ როცა ის ბრაზდება. შიშის ზარს სცემს გარშემო მყოფებს. ალბათ ხვდებით როგორი იქნება სისასტიკით აღსავსე ადამიანის შვილი. მამის მსგავსი რათქმაუნდა, უარესი თუ არა...
ჯონგუკს პატარაობიდანვე ჰქონდა ის რასაც მოისურვებდა, ჯერ კიდევ 16 წლის იყო მეამბოხე ალფა როდესაც პირველად შემოაკვდა პატარა დაუცველი ომეგა. თქვენ გგონიათ ამის შემდეგ რაიმე შეიცვალა მასში? ან თუნდაც იგრძნო რაიმე სინანულის მსგავსი? ცდებით თუ ასე ფიქრობთ, და მერე როგორ.....პირიქით სიხარულით შეჰყურებდა მის ხელებზე არსებულ ხასხასა წითელ სისხლს და ბედნიერებისგან ეღიმებოდა.
YOU ARE READING
I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.
Fanfictionცხოვრება სადაც ყველაფერი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ეს ის სამყაროა სადაც არ შეგიძლია შენი საყვარელი ადამიანის დაცვა. იცი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ რეალურად არ ხარ. როცა საქმე შენს საყვარელ ადამიანზე მიდგება შენი სიმამაცეც და ყველაფერიც თითქო...