-გთხოვთ გაჩერდით...-ძლიერი ტკივილი მაჯის არეში -
სერ გპირდებით უკეთ გავრეცხავ არცერთ ლაქას არ დავტოვებ აი ნახავთ! ოღონდ გაჩერდით-სოფლის ცენტრში ყველას თავი მოეყარა თითქოსდა ახალი ნადავლი ჩამოიტანეს და ყველა მადიანად დასეოდა პროდუქტს... როგორც ლეშს აფთრები.-გთხოვთ სერ ,უბრალოდ მექანიკური სეცდომა დავუშვი-თეთრი მუხლები მუშაობისგან ჩამოფლეთვოდა ძალიან გამხდარი თითქმის შეუხედავი "არსება" ,რომელზეც ერთი შეხედვით ნაკლებად ითქმოდა ადამიანი სოფლის შუაგულში დაჩოქილიყო და უჩუმრად მოთქვამდა.
გოგონამ ყველას თვალი გადაავლო .ამღვრეული თვალებიდან დამდუღებული ცხელი ცრემლები წასკდა, როდესაც დაინახა თუ როგორი უსამართლოა ეს ქვეყანა ამ უმწეო არსებებისთვის.
მისტერ ჩესტერმა გოგონას მაჯებზე უფრო მაგრად მოსცხო თხილის ხისგან დამზადებული წკეპლა და შემდეგ მისი არაადამიანური ხმით ამოანთხია ყველაფერი ზედ
-რა გინდა გოგო?! კიდევ აქეთ მემდური? სამსახური მოგეცი ლუკმა პურს გაძლევ და უკმაყოფილო კლიენტებს მიჩენ კიდევ?!!! რა გინდა გამაგებინე შე საცოდავო ორი დღის სიცოცხლე,რომ დაგრჩენია რა გინდა სამსახურიდან გამრიცხონ და ვის გამო? ვიღაც ლაწირაკის დაუდევრობის გამო?!!! მაჯები გაასწორე!გოგონამ აკანკალებული ხელები მამაკაცის მენჯის სწორს აღმართა, მუხლებ მოდრეკილი იჩოქებოდა და პატიებას ითხოვდა მთელი სულით და გულით
რამდენიმე წამიც არ იყო გასული გოგონამ რომ ჩაილუღლუღა თითქმის შეუმჩნევლად მაგრამ, იქ მდგომი ქალების გასაგონად.
YOU ARE READING
𝐴 𝑔𝑖𝑟𝑙 𝑤ℎ𝑜 𝑛𝑎𝑚𝑒𝑑 𝑚𝑎𝑡𝑡𝑒🦋
Romansa-სებე იცი რაზე ვოცნებობ? -რაზე მატა? -ტრიალ მინდორზე გვირილებს შუა რომ ვიწვე თითქოს მეც მათი ნაწილი ვარ -მერე რა გიშლის ხელს მატა? აგერ მინდორი და აგერ გვირილები -დასვრილი კაბის გამო მათრახი სებე...