ჩვენ დაგეხმარებით! შემოხაზე 127.

180 27 190
                                    

ზაფხულის მშვიდი დღე იდგა, ჩიტები მშვიდად ჭიკჭიკებდნენ და განსაკუთრებულ, განსხვავებულ ელფერს სძენდნენ ამ ისედაც ულამაზეს დღეს. კორონა ვირუსით დაშინებული ხალხის უმეტესობა სახლებში იყო შეხიზნული, მაგრამ ზოგზოგიერთ ჭკუათხელს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ერთ პატარა სამეგობრო წრეს, რომლებსაც კორონაც და ალპენ გოლდიც მაგრად ეკიდათ და ყველაფრისდამიუხედავად გამოვარდნილები იყვნენ შუა რუსთაველის გამზირზე, დიდი ქვაფენილის შუაში სტენდი დაედგათ, ზედ ბუკლეტები და პოსტერები დაელაგებინათ და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩევლების მოკრებას ცდილობდნენ.

მაღალი, ლამაზი გოგონა, გრძელი ყავისფერი თმით, (რომლისაც თვით ჰენდერისაც კი შურდა) და ლორდული გამომეტყველებით, სტენდთან იდგა, ხელში მწვანე დაფა ეკავა, რომელზეც დიდი შრიფტით იყო გამოსახული შემდეგი სიტყვები:

"ჩვენ დაგეხმარებით! შემოხაზე 127."

ფრაზას ბოლოში წერტილი ამშვენებდა, რომელიც გაურკვეველი მიზეზების და გრამატიკისთვის აშკარა პატივისცემის ნიშნად დაესვა დიდებულ ლორდს.

გოგონას სახეზე ძალიან ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა აკრული. ბუცა იმით იყო გახარებული, რომ როგორც იქნა, მთელი ექვსი თვის შემდეგ, შეძლო და გამოვიდა სახლიდან.

გაღიმებული გოგონა ენერგიულად იქნევდა დაფას და თან ქუჩაში ქაოსურად მოძრავი ბრბოს ყურადღების მიპყრობას ცდილობდა სიტყვებით:

- არა ნაციონალებს! არა ოცნებას! ხსნა მხოლოს ჟონ ჩონლოშია! შემოხაზეთ 127! ჩვენ დაგეხმარებით!

ამის გამგონე ემოური შეხედულების ორმა მუქთმიანმა გოგონამ კიდევ ერთხელ ძლიერად შემოირტყეს შუბლში ხელი და ერთმანეთს გადახედეს.

- თუ რამე ბუცას არვიცნობთ. - ხელი გაუწოდა ტასომ გვერდით მდგომს.

- შევთანხმდით. - ზედმეტი დაყოვნების გარეშე ჩამოართვა მეგობარს ხელი ლიზიმ.

საძმოWhere stories live. Discover now