შემოაბიჯე, მომეცი სითბო.

4K 203 118
                                    



-სად ხედავ შენს თავს, ათი წლის შემდეგ?- ერთწუთიანი სიჩუმეა.

-რატომ მისვამ ამ შეკითხვას?-

-ეს ყველაფერი დასრულდება და ამიტომ.-

-ჰო..-

-ჰო.-

სახლში ჯერ კიდევ იდგა მზის ნაგროვები სითბო.

-და შენ?-

-რა მე?- თავს თინასკენ ატრიალებს.

-შენ სად იქნები?-

-შენ არ გიპასუხია.- თვალებს ისევ ჭერს უსწორებს. თინა ყელში მძიმე ბურთს აგორებს, უკვე ორი დღეა რაც ასე ემართება.

-მინდა რომ ჩემს მხარეში მასწავლებლად დავიწყო მუშაობა.-

-ხევსურეთში?-

-ჰო, სოფელში.-

-კარგი აზრია.- ოსეს ჩაეღიმა.

-იქაურობა ნელ-ნელა ცარიელდება..- რაღაცნაირი ხმა ჰქონდა, იმ მომენტში ვერ გაარჩევდი როგორი.

-ჰო, ხალხი მიდის.-

-ათ წელში..- ჩერდება. -მინდა რომ პატარა სასტუმრო სახლები ავაშენო. მინდა რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ ჩვენს მხარეში, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღით, დასასვენებლად. მინდა რომ გაიცნონ იქაურობა. ისე შეუყვარდეთ, როგორც მე მიყვარს.-

-მართლა კარგი აზრია. ჯერ კიდევ მგონია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ხანდახან ძალიან უნდათ მოშორდნენ ქალაქის მტვერს და განმარტოვდნენ, ზუსტად მაგ მხარეში.- დაბალ ხმაზე ჩართულ რადიოს ოსეს ხმა ფარავდა.

-იმედი არც მე დამიკარგავს. მინდა რომ მიზეზი ვიყო, რომ აღარ წავიდნენ. მინდა რომ განათლებას შევუწყო ხელი. იქაურ ბავშვებს მიმართულება და შანსი მივცე, თავიანთი თავის საპოვნელად.-

-აუცილებლად გამოგივა.- დარწმუნებით ამოთქვა ოსემ და ტახტზე გასწორდა. თან ფიქრობდა, რომ თინას მისგან განსხვავებით უამრავი მიზანი ჰქონდა. ეს აკვირვებდა კიდეც.

-შენ რა იცი..- ჩაილაპარაკა თინათემ. ცოტა არ იყოს ესიამოვნა ეს სიტყვები, პირველი შემთხვევა იყო, ასეთ რამეს რომ ისმენდა ოსესგან.

გატაცება კავკასიონზეWhere stories live. Discover now