უკვე დავბერდი.
ამ ქვეყანაზე არავინ და აღარაფერი დამრჩა, მოგონებების გარდა.
მოგონებები კი ტკბილია.
ოჰ, თანაც როგორი ტკბილი.
ზოგი მათგანი გულს დაგწყვეტს.
ზოგი კი, არარსებულ ფრთებს გამოგაბავს და მხოლოდ ბედნიერესბას მოგგვრის.
მოგონების გახსენება ადვილი არ არის.
ის შეიძლება იყო წარსულში, მაგრამ ისიც შესაძლებელია რომ დღეს. აწმყოში, გული ორად გაგიყოს.
ჩემი მოგონება.
ძალიან ტკბილია მაგრამ გასახსენებლად და დასაფიქრებლად მაინც, მწარე.
ტანგო.
ეს სიტყვა პირდაპირ გვაკავშირებს ცეკვასთან.
მაგრამ როგორც, ყველაფერში აქაც უცნაურობას აქვს ადგილი.
დარწმუნებული ვარ ბანალურობაში ჩამითვლით, სათაურიდან გამომდინარე, რომ ვთქვა რომ ჩემი მოგონებაც ცეკვას ეხება უბრალოდ, ცოტა უცნაურს.ტ
ტბასთან ახლოს რომ რესტორანია.
იქ წავედი.
'ისიც' იქ იყო.
რა თქმა უნდა იქ იქნემოდა, მან ხომ დამპატიჟა.
მისი მაგიდისკენ წავედი და თავაზიანად მივესალმე.
ჩემს თვალში მასსავით პატივსაცემი პიროვნება არ მენახა.
პატივს კი, ვცემიდი მისი პერსონის უცნაურობაში.ა
ალბათ ყველა მიმიხვდება, თუ რას, ვგრძნობდი მე მასთან ყოფნით.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაივლოთ ბანალური პეპლები მუცელში.
არა.
ეს უფრო სხვა იყო, ჩვენ მართალია დიდი სიყვარული გვაკავშირებდა, მაგრამ ის რასაც ერთმამეთის მიმართ განვიცდიდით, რაღაც უფრო სხვა იყო, მიღმიერი.
ამ გრძნობას შეყვარებას ვერ დავარქმევდი.
ვინაიდან ჩვენ არ ვყოფილვართ შეყვარებულები.
ორივეს სიტყვა 'შეყვარებული' გვესმოდა როგორც სიტყვა, რომელსაც, ყოველგვარი ფასი დაუკარგეს და ისე გადააბიჯეს რომ არც დაინტერესებულნან რა იყო მათ ფეხებ ქვეშ.
ჩვენ კი ერთად ვიყავით.
დიახ ერთად.
და სწორეს ერთად ვაპირებდით იმ მიღმიერი სამყაროს წერტილამდე მიგვეღწია.ნ
ნელა და გულდასმით ვცდილობ მისი სახის შეკვლევას.
მის ყოველ ნაკვთს ვაკვირდები.
ვხვდები რომ ყველანაირი ნაკლით მიყვარს.
მისი შრამები წარბთან,
ოჰ, როგორ მიყვარნან.
შრამებზე ყოველთვის ვფიქრობდი, მათი დანიშნულება, იყო ის რომ რაღაც ისტორია მოეტანათ ჩვენამდე.
ვაკვირდები მის თვალებს.
რომლებშიც, გამონაკლისის გარეშე. ყოველთვის ვიძირები.
თვალებს რომლებსაც მწვანე ფერი აქვთ, ყოველთვის მგონიან მათი მფლობელნი, უთბილესი ადამიანები.
და გამოცდილებიდან გამომდინარე, კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ, მწვანეთვალება ხალხი ჩემთვის უთბილესნი არიან.
სხვისთვის კი შეიძლება მცდარი აზრი მქონდეს.
თვალებიდან ყურადღება ცხვირზე გადამაქვს.
მიყვარს როდესაც ცხვირის წვეტოზე ვკოცნი.
და ვგიჟდები როდესაც ის მკოცნის ჩემს ცხვირზე.
ცხვირიდან ყურადღება ბაგეებზე გადავიტანე.
მართალია თხელი მაგრამ მაინც წითელი და თბილი.
ბაგეებიდან ლოყებზე, სადაც უსაყვარლესი ჩაღრმავებები აქვს სიცილის დროს.
ოჰ, და თან როგორ მიყვარს მე მისი სიცილი.
ლოყებიდან თმებზე.
ვგიჟდები მის კულულა ყავისფერ თმაზე.
და ბოლოს ამ შედევრს ერთიანათ ვუწყებ ცქერას და ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.
