32. როგორც იქნა

269 53 5
                                    

განერვიულებული ჯიმინი ნამჯუნის ოფისში იჯდა, ვერ ისვენებდა, ელოდებოდა უფროსს როდის დაიწყებდა ლაპარაკს.

„ანუ, იმის მაგივრად რომ ჩემი ბრძანება შეესრულებინა და ნებისმიერი დეტალი მოეხსენებინა ჩემთვის, ჰოსოკმა არჩია მარტოს გამოეძია ეს საქმე და ახლა ის ჯონგუკის ხელშია, რომელმაც შენ დაგირეკა, რომ შეეტყობინებინა ეს. რამე გამომრჩა?" ნამჯუნი ცივი გამომეტყველებით ჩააშტერდა.

ჯიმინმა ტუჩი მოიკვნიტა, ნამჯუნს გახედა და გულში გაიფიქრა წარმოუდგენლად ბევრი რამ გამოგრჩა."

„არა სერ, სულ ესაა რაც უნდა იცოდეთ." რა თქმა უნდა თავის უფროსს ვერ ეტყოდა წინა ღამის მოვლენებს.

„ჯანდაბა ჯიმინ! ამ საქციელს შენგან მოველოდი მაგრამ ჰოსოკისგან არა. შეხედე ახლა სადამდე მიგვიყვანა მისმა დაუდევრობამ, სერიული მკვლელის ხელშია. შენმა დაუმორჩილებლობამ ჩემს სხვა დეტექტივებზეც იქონია გავლენა, ჰოსოკსაც ეგონა რომ არავისთვის შეტყობინება არ იყო საჭირო." ნამჯუნმა ამიოხრა.

„ვ-ვიცი სერ, ვწუხვარ. არ მიფიქრია რომ ჰოსოკი ასე მოიქცეოდა. მაგრამ პირობას გაძლევთ, ვიპოვი მას. მხოლოდ ნება მომეცით ამ ფაილებს გადავხედო, მგონი ვიცი სადაც უნდა იყოს." ჯიმინმა მშრალი ტუჩები აილოკა, გააცნობიერა რომ ეს მისი ბრალი იყო.

„შენთვისვე აჯობებს არ დამაღალატო. თუ ცოცხალს ვერ ვიპოვით პერსონალურად ვიზრუნებ იმაზე რომ შენ იყო პასუხისმგებელი. ბოლობოლო მისი პარტნიორი ხარ"

„გასაგებია სერ." ჯიმინი წამოდგა და თავი დაუკრა.

ჯიმინი ჰოსოკის მაგიდისკენ გაემართა. იუნგი იქ დახვდა, ფაილებს ათვალიერებდა. ჯინი და თეც მის გვერდით ისხდნენ.

„რა გითხრა? ისევ შენ ხარ ამ საქმის დეტექტივი ხომ?" იუნგიმ ჰკითხა და სათვალეები შეისწორა.

„კი, მხოლოდ ის მითხრა რომ ჰოსოკის სიკვდილი ჩემზე იქნება." ჯიმინმა თითებით თმა უკან გადაივარცხნა და გვერდით მიუჯდა თანამშრომლებს.

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora