ვენეცია, კარგად მახსოვს, შუაღამე იდგა, მე კი ბარმენის წინ ჩამოყუდებული, ყინულიან ვისკის ყლუპ-ყლუპად ვსვამდი. ასე იყო, როცა ჩემი ნერვები ვერ მშვიდდებოდნენ.
ძნელი იყო, ძალიან ძნელი, მაშინ როცა უკვე 28 წლის ქალი არავის ვუნდივარ, და რის გამო?
იმის გამო, რომ არ მაქვს ძალა დედამიწას კიდევ ერთი სიცოცხლე შევძინო.დღეს კი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ტკივილი იმისა, რომ არავის ვუნდივარ. თუ როგორ მისვრის ნაგავივით ის, ვისაც ჩემი გრძნობა ვუბოძე.
მტკივა...სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, თვალიდან ცრემლი დაუკითხავად მოცოცავს და ასევე დაუკითხავად იჭრება ჩემი თვალის ხილვადობაში წითელი ფერი.მისი თმის ფერი თვალს მჭრის, მისი ლამაზი ტუჩები კი თავბრუს მხვევს, ვხვდები, რომ ჯერ ასეთი შთაბეჭდილება არავის მოუხდენია ჩემზე, მე კი თვალს ვერ ვწყვეტ.
ბორკილებს მხვევს, განძრევა კი შეუძლებელი ხდება.
წითურის ცქერაში კი, ჩემს ლოყაზე წამოსული ცრემლი მთლად გადამავიწყდა, ისიც კი ვერ შევამჩნიე მისი წვრილი, მუქი თვალების კოორდინატები ჩემსკენ რომ იყო მომართული.მომაშტერდა?
არა, ეს მე მივაშტერდი. მან უბრალოდ გამომხედა, ესეც ჩემი ზედმეტი ყურადღების ბრალი.
რომი შეუკვეთა, ოქროსფერი რომი.
ერთი ყლუპი მოსვა თავისი საუცხოო ბაგეებით, მე კი უკვე 6 ჭიქა მქონდა დალეული.მშვიდად იჯდა, თითქოს მკვდარივით გაშეშდაო, მაგრამ მე ხელებს, ფეხებს ვერაფრით ვაჩერებდი.
არაფერი ახალი, ასე ვიცი ხოლმე ნერვიულობისას.
ალბათ წითურიც შეაწუხა ჩემმა გაუაზრებელმა ქცევამ, ამიტომაც ამოწყდა მის ტუჩებს ნაზი მელოდია.- სინიორა, კარგად ხართ? - წამიერდ გავშეშდი, თან ბრაზიც მომერია.
მისი ხმა, როგორი ბოხი და სულში ჩამწვდომი იყო. გავიგე თუ არა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.