37. მხოლოდ მე

352 53 27
                                    

იანი საწოლიდან წამოდგა, მალე გათენდებოდა. დღეს ბევრი საქმე ჰქონდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაეკეთებინა. ეს დღე მისთვის ყველაზე მნიშნველოვანი იყო, როგორც იქნა იპოვა ის, რასაც ამდენი ხანი ეძებდა, ის რასაც ასე ძლიერად შეიყვარებდა, რაც გაათავისუფლებდა ყველანაირი მარწუხებისგან.

მაშინვე მზადება დაიწყო, ზედმეტი აღელვებისგან ეშინოდა რამე არ გამორჩენოდა. გეგმას თავში ლოცვასავით იმეორებდა, თუმცა, ახლა სწორედ ეს იყო მისთვის ლოცვა, ის რასაც ეთაყვანებოდა.

ის იმ ადამიანის საქმიანობას გააგრძელებდა ვინც კუმირად დაისვა, ადამიანის, რომელსაც აღმერთებდა და პატივს სცემდა, რომლისგანაც უნდოდა ყველაფერი ესწავლა მისი ოსტატობა გაეზიარებინა. უკვე ამდენი ხანია მისი შემოქმედებით ასეა გატაცებული და მოხიბლული. თუმცა, თავად შემოქმედის ნახვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ ჰქონია. მაგრამ ახლა ყველაფერი უნდაა გააკეთოს რაც მის ხელთაა, ახლა თითქოს მისი ბედი წყდება, ის ამდენი ხნის მერე ახლიდან დაიბადება ახლიდან აიდგამს ნაბიჯებს და ყველაფერს ისწავლის.

„ახალის თქმა შეგიძლია გვამზე ჯინ? რაიმე განსხვავებული აღმოაჩინე?" ჯიმინს არც კი უნდა პასუხის მოსმენა.

„მას დალურჯებები აქვს მაჯებზე, დაბმული ჰყავდათ სავარაუდოდ, როგორც წინა გატაცებულები. დამწვრობებიც თითქმის იდენტურია. ერთადერთი განსხვავება ისაა რომ მასზე გაუპატიურების ნიშნები არ ჩანს" ჯინმა ხელთათმანი გაისწორა.

„ანუ იმას ამბობ რომ, ეს ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია, როგორც ჯონგუკის მოკლულთა შემთხვევებში" ჯიმინი ბოლო წინადადებას კითხვის ინტონაციასაც აღარ აძლევს, თავადაც კარგად იცის პასუხი.

გვამი უკვე დეტექტივების ხელშია, აღარაფერი ემუქრება. ყველაფერი გეგმის მიხედვით აღასრულა, თავადაც ვერ იჯერებდა რომ ეს მის ნაწილად იქცა. მაგრამ, ახლა ყველაზე მთავარი იწყება..

Arrest Me! [Jikook]Where stories live. Discover now