1/1

1.3K 51 140
                                    

გაგიკვირდებათ და მათემატიკის გაკვეთილზე ვარ... უეცრად სიწყნარე ირღვევა, გვერდით ვიხედები და ვხედავ თუ როგორ შემოანგრია ჩემმა უცოდინარმა ფლეიბოი კლასელმა, ნამჯუნმა კლასის კარები, რომელიც ჩემი ქრაშია... საერთოდ როგორ შემიყვარდა არც ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ბავშვობაში საუკეთესო მეგობრები ვიყავით... შემოვიდა და დაჯდა თავის ადგილზე, რომელიც საბედნიეროდ თუ სავალალოდ ჩემგან შორს იყო...

მასწი: ბავშვებო დღეს წყვილებად დაიყოფით და ხვალისთვის პროექტის მომიმზადებთ... არანაირი წუწუნი და ზედმეტი ლაპარაკი... პირველები იქნებიან შ/ს და ნამჯუნი...

მე: რააა?? კი მაგრამ მას, ის მე არ დამემორჩილება... - მაშინვე წამოვხტი და გავასაჩივრე.

მასწი: შ/ს შენ კლასში საუკეთესო მოსწავლე ხარ და ამიტომ შენი იმედი მაქვს ყველაფერში - შემდეგ კი შებრუნდა და განაგრძო თავისი საქმე, მე ნამჯუნს გავხედე რომელიც სმირკით მიყურებდა, უფრო გავბრაზდი, რადგან არ ვიცი რა მოვუხერხო მას...

გაკვეთილი დამთავრდა თუ არა ნამჯუნი თავზე დამადგა და მითხრა რომ სკოლის მერე დავლოდებოდი, შემდეგ კი მასთან წავიდოდით და ვიმეცადინებდით... დამთავრდა თუ არა სკოლა გარეთ გამოვედი და ნამჯუნი უკვე წინ მედგა თავისი მანქანით, უცნაური სახით შევხედე და ჩავილაპარაკე - ამას რა სჭირს დღეს... - მანქანაში ჩავჯექი და მისი თბილი ღიმილიც დავიმსახურე...

მე: ტყუილად ცდილობ, მაინც გამეცადინებ და მარტო არ მოვიკლავ თავს დაწერით... - ის მაინც იღიმოდა... - ააა...ალბათ ეს შენი ერთ-ერთი გოგოების შებმის ხრიკია...

ნჯ: რაღაც გეშლება შ/ს, შენი გამოყენება რომ მინდოდეს მხოლოდ ღიმილს არ დავჯერდებოდი დამიჯერე... - მისი ნათქვამი კარგად ვერ გავიაზრე, მაგრამ გავატარე... შემდეგ კი მანქანა დაქოქა და მასთან სახლში მივედით... კარები კი დედამისმა გაგვიღო

ნჯ დედა: შ/ს რამდენიხანია არ მინახიხარ, როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ...

🔞Lovely Project🔞Where stories live. Discover now