კაფეტერიაში ყველა დაბნეული უყურებდა ასევე დაბნეულ ქერას, ვერც ერთი ხვდებოდა რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ. ბოლოს ყველამ ჩათვალა რომ ეს მხოლოდ ჯონის საქმე იყო და თვითონ არ უნდა ჩარეულიყვნენ.
- ის ბიჭი ვინ იყო ან რა უნდოდა - გაკვირვებით ამოილაპარაკა ქერამ და ასევე გაკვირვებულ ლექტორს გახედა.
- წამლები დალიე?.- ოდნავ მკაცრად იკითხა და ქერას თვალებში ჩახედა. ერთწამს დაფიქრდა შემდეგ კი თვალები გაუფართოვდა.
- ჯანდაბა - ჩუმად ჩაიბუტბუტა და ფეხზე წამოდგა - დამავიწყდა, სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდე.
- წადი, დირექციას მე შევატყობინებ.
უთხრა მზრუნველად და იქამდე უყურა ქერას სანამ კაფეტერია არ დატოვა შემდეგ კი ხმამაღლა ამოიოხრა.
- მე რაც მგონია თუ ის არის ....- შუბლი მოიზილა ხელით.
მზერა მოავლო ბავშვებს და თვითონაც დატოვა იქაურობა.
__
- თვითონ ვერაფერი იგრძნო? - დაეჭვებით იკითხა იუნგიმ და უკვე შენობიდან გასულ ქერას მზერა გააყოლა.
- იმედია რომ არა, ჯერ საერთოდ არ მაქვს სურვილი ეს ვინმემ გაიგოს. ეს იქამდე უნდა დაიმალოს სანამ მე არ მოვისურვებ რომ გაიგონ, და საერთოდ ეს უნდა დაივიწყოთ თითქოს არც მომხდარა.- მკაცრად თქვა და ბიჭებს შეხედა.
- ბოგუმმა რომ გაიგოს არამგონია მოეწონოს.- ჩუმად თქვა ნამჯუნმა.
- ფეხებზე მკიდია კანონი, როგორც მე ვამბობ ისე იქნება. - მკაცრად თქვა და საპირფარეშო დატოვა
იუნგიმ ნამჯუნს შეხედა და თვითონაც უკან გაყვა გუკს.
- გუკ არასწორად იქცევი, ბიჭო - თავი გააქნია დანანებით და თვითონაც დატოვა ოთახი.
__
- ბატონო ჯონგუკ მამათქვენი კაბინეტში გელოდებათ.
სახლში ახლად შესულ ჯონგუკს მაშინვე ხვდება მოსამსახურე და აცნობებს ახალ ამბავს, უკმაყოფილოდ ოხრავს და მაშინვე ბოგუმის კაბინეტისკენ მიიწევს. კარს ისე ხსნის არც კი აკაკუნებს, კითხვაზე სცალია თუ არა ზედმეტია საუბარი. ოთახში შედის, ალფა რომელიც მიჩვეულია მის ასეთ საქციელს ანიშნებს რომ დაჯდეს.
BINABASA MO ANG
I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.
Fanfictionცხოვრება სადაც ყველაფერი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ეს ის სამყაროა სადაც არ შეგიძლია შენი საყვარელი ადამიანის დაცვა. იცი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ რეალურად არ ხარ. როცა საქმე შენს საყვარელ ადამიანზე მიდგება შენი სიმამაცეც და ყველაფერიც თითქო...