ჯიმინი მანქანაში იჯდა, ფანჯრიდან ხეების ზოლს მისჩერებოდა. უკვე ნახევარი საათია გზაში არიან.
-რატომ ხარ ჩუმად- ჯონგუკი ხელით მის ლოყას შეეხო, თან გზას აკონტროლებდა, -შენც იცი რომ ის ჩემს მოკლვლას ცდილობდა, შენ რომ არა, ჩემო პატარა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.
-ადამიანი მოვკალი- ჯიმინის ხმა ჩუმი იყო, -და ახლა რა იქნება-ცოტახნით პაუზა გააკეთა, -მეც მკვლელი ვარ-
-შენ ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა- ჯონგუკის ხმაში სიკმკაცრე იგრძნობოდა.
-შემეძლო მისთვის სხვანაირად შემეშალა ხელი, მე კი პირდაპირ თავში ვესროლე-
-თვითონვე ჩაიგდო თავი ამ სიტუაციაში როდესაც უკან გამოგყვა- მანქანაში ორწუთიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ამ საუბრის გაგრძელება არცერთს უნდოდა.
-ჩემზე ხშირად ფიქრობდი?- ჯონგუკმა თავი მისკენ მიაბრუნა და ცალი ხელი ბარძაყზე დაადო. ჯიმინი არ ჩქარობდა პასუხის გაცემას, თუმცა არც ხელის მოშორებას აპირებდა ფეხიდან.
-სად მივდივართ?-
-უკვე ვეღარ ითმენ?- ტუჩი ჩატეხა ჯონგუკმა.
მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. ჯონმა კარებთან მივიდა და გასაღები ამოიღო. ჯიმინი კი მის უკან იდგა და იქაურობას ათვალიერებდა.
-ეს რა ადგილია-
-რამდენ კითხვას სხვამ- ჩაიცინა მან და პაკი სახლში შეიყვანა.
*
-მომენატრე- ჯიმინი სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.
-მეც.. იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია -
-დიდხანს უნდა ვუყუროთ ახლა ერთმანეთს ასე?!- ამ სიტყვებზე ჯონგუკმა წარბი გრაციოზულად აწია.
-უფრო მომთხოვნი გამხდარხარ ვიდრე მახსოვხარ. –
-ხომ გითხარი მენატრებოდი თქო... ფიქრობდი რომ მხოლოდ შენი შავი თვალები მენატრებოდა?- ჯიმინმა მაცდურად აათვალიერა მის წინ მდგომი, რომელიც უკვე ამცირებდა მათ შორის მანძილს.
YOU ARE READING
Arrest Me! [Jikook]
Fanfictionაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...