please don't go, I'll eat you whole.

724 70 43
                                    


გემო გაუვიდა.

ნამდვილად არ ვიცი, ახლა, ამ წამს, რას ცდილობს, მაგრამ რაც უფრო დიდ ხანს აშტერდება ოთახის კუთხეში გამომწყვდეულ ჩემს სულის მირაჟს, მით უფრო მეზრდება ხორხში გროვად გაჩენილი ნარ–ეკლები. თვალს ვაპარებ, როგორ ბრეცს ქვედა ყბას მარჯვნისაკენ და კბილთა მწკრივს როგორ აწკარუნებს ერთმანეთზე, თან კი ვხვდები, რომ ჩვენმა სიყვარულმა გემო დაკარგა.

მან ამოწურა თავისი ხანმოკლე პერიოდი, მაგრამ რატომ მეჩვენებოდა, რომ თითქოს დროის ღმერთმა ჩვენს კუპიდონს ფრთები დააჭრა? აღარ იხრებოდა საათის ისრები, მექანიზმი მუდამ ერთსა და იმავე ადგილას იყო გაჭედილი, ჩვენი ფსიქოდელიური სიყვარული კი თანდათან უფრო ქრებოდა, ქრებოდა და ბოლოს, ალბათ, სულ აორთქლდებოდა.

შევცდი, რაც უფრო მივენდე და დავიჯერე, მით უფრო მივუახლოვდით გარდაუვალ დასასრულს, მაგრამ თან რომ მაინც მიყვარს?

ის ჩემი ნავსაყუდელი იყო, მე კი – მისი, ერთმანეთის სულიერი წინამძღვრები გავხდით და მე მეგონა, რომ ეს სამარადისოდ ასე იქნებოდა, მაგრამ ჩემი სურვილისამებრ არ გაგრძელებულა ყველაფერი. დადგა ჯერი ჩამოვიდეთ სიყვარულის აიწონა–დაიწონადან, მაგრამ ვიცი, რომ მე ის არ გამიშვებს ისევე, როგორც მე – მას.

მისი კუნთი ჩემსას ეკრობოდა, ჩემი ფეხის თითი – მისას, ერთმანეთი სულიერად გავაშიშვლეთ და თითოეული შეხებით სხეულის ტილოს პატარ–პატარა ფერად შტრიხებს ვძენდით, მაგრამ ახლა ყველაფერი გახუნდა.

– ჯონგუკ.

ისევ დაიწყებს.

– ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.

ისევ დაიწყო.

პირველად, ალბათ, მაშინ უნდა დამესრულებინა ყველაფერი, როცა ჩემს მხარ–ბეჭსა და თეძოებს ზღვისფერი გადაეკრა, თუმცა არა სიყვარულის მაუწყებელი. მის კარამელისფერ თმებზე შედგმული გრძნობების გვირგვინი ეკლიან მავთულებში გადაიზარდა და თანდათან მეც მომედო. არ მინდოდა ჩემთვის ზიანი მოეყენებინა, რადგან ვიცოდი, რომ გამოფხიზლებისას თავადვე უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ვერ ვებღაუჭებოდი მის სხეულს, ვერ ვარხევდი და ვაფხიზლებდი ბურანიდან, რადგან მთელ ჩემს სხეულში ის ნიკოტინივით იყო გავრცელებული. სისხლძარღვებს მივიწროვებდა, გამხეცებულ ორგანოზე კონტროლს მაკარგვინებდა და ვითიშებოდი. ვფხიზლდებოდი, მის სევდამორეულ მზერასა და ძალდატანებით კვადრატულ ღიმილს ვუცქერდი და ვპატიობდი.

ilungaWhere stories live. Discover now