ნიშანი.

321 30 34
                                    

ჯონგუკი გაკვირვებული და ამასთანავე გაბრაზებული უყურებს თეჰიონს და ჯიმინს, გაკვირვებული იმიტომ რომ როგორც გაარკვია თეჰიონი ომეგაა და ასევე ჯიმინიც ომეგაა, შესაბამისად ძალიან აინტერესებს ეს რანაირად მოხდა. გაბრაზებული იმიტომ რომ მასში ალფა და მისი მესაკუთრეობა იღვიძებს, ახლა თავს ძლივს იკავებს რომ არ მივიდეს და ჯიმინი გამოსტაცოს ხელებიდან, ორივეს მორჩილება სთხოვოს და იქნებ ამის შემდეგ მაინც დამშვიდდეს მისი შინაგანი მე.

- ჩემი ომეგაა. - კბილებში ცრავს და ანთებული თვალებით მათკენ იწყებს სვლას.

მოლაპარაკე წყვილს უახლოვდება და ჯიმინს უხეშად ჰკიდებს ხელს, ქერაც მოულოდნელობისგან კივის და როცა ჯონგუკს ხედავს უარესად უნდება ყვირილი.

- რა ჯანდაბას აკეთებ? - აღშფოთებული თეჰიონის ხმა გაისმა.

ხელი ჯიმინისკენ გასწია რომ მისკენ მიეწია მაგრამ ჯონგუკმა უხეშად გააშვებინა და მკაცრი მზერით შეხედა.

- მეორედ მას აღარ შეეხო. - კბილებში გამოსცრა და ჯიმინს ხელი უფრო მოუჭირა.

- სტკენ.! - თეჰიონმაც გაბრაზებით დაუყვირა და ჯიმინზე ანიშნა რომელიც ცდილობდა ჯონგუკის ხელიდან თავი დაეხსნა.

- შენი საქმე არ არის.! - ასევე დაუყვირა ჯონგუკმა.

- ჩემი საქმეა.! - თეჰიონმაც იყვირა და კიდევ ერთხელ გაიწია ჯიმინისკენ.

- ადგილზე ომეგავ. - ჯონგუკმა ალფის ხმით დაიყვირა და ორივე ომეგა თავის ადგილზე გაჩერდა.

- რა ჯანდაბაა - იყვირა თეჰიონმა.

- ჯიმინი ჩემი ომეგაა, ჩემი საკუთრებაა. მე კიდევ არ მიყვარს როცა ჩემ საკუთრებას ეხებიან. ამიერიდან აღარ დაგინახო მასთან მიახლოებული. - კბილებში გამოსცრა და წითურს შეხედა.

თეჰიონი უმოქმედოთ იდგა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ახლა უნდოდა ჯონგუკთან მისულიყო და ჯიმინი გამოეტაცა ხელიდან. მაგრამ იცოდა ბრძანების წინაშე უძლური იყო, იცოდა ამიერიდან ვერ მიუახლოვდებოდა ჯიმინს და ეს უფრო აცოფებდა ვიდრე ის რომ ჯონგუკმა მასზე ალფის ხმა გამოიყენა.

I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.Donde viven las historias. Descúbrelo ahora