პროლოგი

2.1K 131 53
                                    

მძულს მის თვალებში ჩახედვა რადგან იქ ტკივილს ვხედავ. ტკივილს, რომლის მიზეზიც მე ვარ.
ვხედავ მის ფიქრებს, ხმამაღლა ამოძახილს.
ვგრძნობ, როგორ ყვირის მისი გამოხედვა, რომ ერჩივნა მკვდარი ვყოფილიყავი, ვიდრე მის გვერდით. მის წინ, ამ წამს, ამ დროს, როცა უკვე აღარც კი ხედავს საჭიროებას, ჩემი თავის ცხოვრებაში ყოფნის.
უთქმელად ყვირის, უსიტყვოდ წყევლის დღეს, როცა პირველად შევხვდი.
სხეულსაც არ ატოკებს, მაგრამ ვხედავ მის დაძარღვულ მკლავებს. უფრო მეტად, რომ ამოჰყრია ძარღვები დაძაბვისგან.
შეუხებლად მტკივა, რადგან ვიცი, ამ წამს, სწორედ თავის ფიქრებში, ათას გზას ეძებს, ჩემს მოსაკლავად და დარწმუნებული ვარ ყველაზე მტკივნეულს აარჩევს.

რამდენი დრო უნდა გავიდეს კიდევ, სიჩუმეში.
მისასალმებლად გაწვდილი ხელი, უკვე დიდი ხანია დავაბრუნე საკუთარი შარვლის ჯიბეში.
მისი მზერა არაფრის დიდებით არ ცვლის მიმართულებას.
ვისურვებდი იქ ბრაზი დამენახა, ჩემი მოკვლის სურვილთან ერთად.
ამის ნაცვლად კი ტკივილს ვხედავ, საკუთარი სიკვდილის სცენას, მაგრამ ტკივილს ჩემი სიკვდილით გამოწვეულს.
მკლავს, მაგრამ სტკივა.
ვისურვებდი ეს ბრაზით და ზიზღით გააკეთოს და არა ისევ ტკივილით, ისევ ცრემლებით, რომლის მიზეზიც ისევ მე ვიქნები.

როგორც სჩანს, მართლაც დიდი ხანია, რაც ასე ვდგავართ და კიდევ დიდხანს ვიდგებით ალბათ, თუ არ გავუადვილებ საქმეს.

მისკენ ვდგამ ნაბიჯებს.
სამს, ან ოთხს, რა მნიშვნელობა აქვს.
უბრალოდ მისკენ მივდივარ.

ახლო კადრი.
მკვლელობა, ახლო მანძილიდან.
მოსახერხებელი, წინააღმდეგობის გარეშე.

აკრისტალებული თვალები~

ოღონდ ეს არა~

სწრაფი სიკვდილი მერჩივნა~

სასაცილო ხარ კიმ თეჰიონ~

Graffîtî   Onde histórias criam vida. Descubra agora