(a/n ისტორიაში გამოყენებული იტალიური შრიფტი წარსულს ასახავს, სტანდარტული აწმყოს. აქედანვე მინდა ვთქვა, რომ ამ ფიკში არ იქნება დიდი თავები.)
ჩვენს თვალწინ იცვლებოდა ინფრასტრიქტურა, შენობები უფრო მაღალი და უფრო კეთილმოწყობილი ხდებოდა.
გზები მიმართულებებებს იცვლიდა, ჩვენი გზები კი არასდროს შეცვლილა. იქ ისრები, ყოველთვის ერთმანეთის მიმართულებას აჩვენებდა.გრაფიტით დაფარული შენობების ყრუ კედლები.
არა გამოსაჩენ, არამედ ყველაზე მიმალულ ადგილას. რაც გაფიქრებინებდათ, რომ ავტორს, ამით სულაც არ სურდა ყურადღების მიქცევა.სიცოცხლე საზიზღრობაა
წარწერების რაოდენობა, ყოველ დღე იზრდებოდა.
ავტორი ყოველ დღე, თავიდან უყვებოდა საკუთარ წარწერებს და თუ რაღაც 'სასწაულით' წარწერები გამქრალი დახვდებოდა, თავიდან იწყებდა მათ შექმნას.ერთ დღესაც თავისი წარწერის ქვეშ, პასუხად მიწერილი შეტყობინება დახვდა.
არა, სიცოცხლე მშვენიერია
გრილი ნიავით ცდილობდა ემოციების გაგრილებას, მაგრამ არა...
ეს ხომ შეუძლებელია.
შეუძლებელია გულში ღრმად ჩამარხული გრძნობების გაგრილება. ამოჭრა.
მაინც მონდომებით უშვერდა სახეს მონაბერ სიოს, გაზაფხულის სურნელება, რომ მოჰქონდა თან.
იჯდა იქ, თავისთვის, ჩუმად.
ნელა ქაჩავდა სიგარეტს, რაც დილით წარწერა იხილა, გულის აჩქარებულ რიტმს ვერაფრით დაეწია.გრაფიტის შექმნით არაფერს ცდილობდა, არანაირ მესიჯს არ გზავნიდა. მხოლოდ თავის თავთან გაება დიალოგი ამ გზით, ახლა კი მოსაუბრე გამოუჩნდა.
თუ მისი წარწერები არ ატარებდა გზავნილს, ვიღაცამ ნამდვილად მინიშმებად დაუტოვა წარწერა.აივანს თვალი მოავლო, საფერფლეს მოძებნა სულ რა ჯანდაბად უჭირდა?
ალბათ იმიტომ, რომ არასდროს დებდა კუთვნილ ადგილზე.
უკვე მერამდენედ დაანაგვინა ბუნება ღმერთმა უწყის.
ერთ-ორ სასიყვარულო სიტყვასაც დაიმსახურებდა დღის ბოლოს ალბათ, ქუჩის დამლაგებელი, საყვარელი, მოხუცი ქალისგან.
STAI LEGGENDO
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...