მაშინ, იმ დროს

739 93 10
                                    

"ხშირად ადამიანები იმიტომ კი არ სწუხან და ღვრიან ცრემლებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობენ. არა! ეს იმიტომ ხდება, რომ გამოიჭირეს."

დილის ამაღლებული განწყობა, საღამოს სევდიანმა ფიქრებმა ჩაანაცვლეს გონებაში.
კიდევ ერთხელ დაუარა ფიქრების მეწყერმა.
მთელი ნაგავი წარსულიდან, რაც კი ნეორონების გამრჯე მუშაობის შედეგად ტვინის სხვადასხვა განყოფილებებში ჰქონდა გადანაწილებული, რატომღაც ერთიანად წამოიშალა, ყოველგვარი საჭიროებების გარეშე.
უკვე მეორე დღე იყო ასე ხდებოდა.
უკითხავად იჭრებოდა წარსულის გაქცეული ფრაზები, ხმაც კი ჩაესმოდა. მისი ხმა...
ის ხმა ერთ დროს, ასე რომ უყვარდა.
ვამბობ ერთ დროს,
ვგულისხმობ რვა წელს.
ვამბობ უყვარდა,
ვგულისხმობ უყვარს.
ვამბობ წარსულს,
ვგულისხმობ აწმყოს.

ეს დღე გამონაკლისი იყო, ამჯერად საკუთარი ხმა უბუგავდა ყურებს.
საკუთარი სიტყვები უთამაშებდა გონებაში.
სიტყვები, რომელიც მას უთხრა.
მაშინ, ერთ დროს.
რვა წლის წინ.
უკანასკნელად.

ის სცენაც მკვეთრი განათების თანხლებით, წამოეჭიმა გონებაში.
კარის გამოჯახუნების ხმაც კი გაიგონა და ინსტიქტურად, ოფისის კარისკენ გაიხედა.
აქაოდა მართლაც მიიხურა იმ წამს ვინმემ.

ეს დღე გამონაკლისი იყო.
დიახ, გამონაკლისი.
ამ დღეს აღარ გაუვლია ნაცნობი ქუჩის ჩიხები.
აღარ უცდია გრძელი გზა მოევლო შინ დასაბრუნებლად.
უმოკლესი ბილიკით გაუყვა ქუჩას, რომლისთვისაც თვალი დიდი ხანი იყო არ მოევლო.
ახალმა შეგრძნებებმა იჩინეს თავი.
სიახლის განცდა დაეუფლა.
თითქოს პირველად ხედავდა ქალაქის ამ მხარეს.
შეიძლება ეს ყოველივე გრაფიტის გამო ხდებოდა, ან იქნებ მიზეზი სიგარეტის ნამწვავები იყო, მთელი დღის მანძილზე, რომ არ გადაუყრია აივნიდან.
იმ დღეს არც მოხუცი ქალისთვის მოუკრავს თვალი.
ალბათ მიზეზი ოფისის ადრიანად დატოვება გახლდათ.
ან სულაც ცისფერი ცა.
დიდი ხნის შემდეგ, რომ ახედა პირველად.

Graffîtî   Where stories live. Discover now