მისაღებში სიჩუმე სუფევდა, არც ერთი ხმას არ იღებდა და მხოლოდ ერთმანეთს მიშტერებოდნენ. ბოგუმი ჩაფიქრებული იჯდა და ხან ჰოსოკს ხან კი ჯონგუკს გადახედავდა ხოლმე. თეჰიონი გაშეშებული იჯდა და მხოლოდ ჰოსოკს უყურებდა, რათქმაუნდა მანაც იგრძნო, იგრძნო რომ მისი ჭეშმარიტია.
- შენ..შენც იგრძენი? - დაბნეულმა ამოილაპარაკა და ჰოსოკს შეხედა.
- გისმენ. - თეჰიონის სიტყვები დააიგნორა და მზერა ჯონგუკისკენ გადაიტანა.
- თეჰიონი ჩემი ომეგაცაა - თეჰიონს შეხედა რომელიც დაბნეული უყურებდა. - გუშინ იგივე ვიგრძენი რაც დღეს შენ.
- რა სისულელეს ამბობ? - ფეთქდება თეჰიონი და ფეხზე ხტება - შენი ჭეშმარიტი ჯიმინია.
- მაგრამ შენც ხარ.
- მე ვერაფერს ვგრძნობ.
- შენ ჩემი ჭეშმარიტი ხარ მაგრამ მე შენი ჭეშმარიტი არ ვარ, ამიტომ ვერ გრძნობ ვერაფერს.
- ეს როგორ. - იბნევა და ადგილზე ჯდება მას შემდეგ რაც ჰოსოკი თვალებს უბრიალებს.
- ბოგუმის მამასაც ორი ჭეშმარიტი ყავდა, დიდი ალბათობით მემკვიდრეობით გადმომეცა. მე შემიძლია ნიშანი დაგადო და ამით ჩემ ომეგად გაქციო, მაგრამ შენ გყავს უკვე ჭეშმარიტი ასევე შემიძლია თავისუფლად გაგიშვა. რადგან შენი ალფა ჰოსოკია მე არ ვაპირებ შენს ჩემთან დატოვებას და არც ვაპირებდი - ოხრავს და ჰოსოკს უყურებს - მე მყავს უკვე ომეგა, თეჰიონი შენი ომეგაა. დაადე ნიშანი და ჩვენს შორის ყველანაირი კავშირი გაწყდება.
- თეჰიონი ჯონგუკთან დარჩება. - ხმას იღებს აქამდე ჩუმად მყოფი ბოგუმი რითიც ყველას ყურადღებას იპყრობს. - საზოგადოებას მას წარვუდგენთ როგორც შენს მეორე ომეგად.
- მაგრამ მამა ის ხომ ჰოსოკის მეწყვილეა.- იბნევა და ჰოსოკს უყურებს რომელსაც წარბიც კი არ შეუხრია.
- იმ სამყაროში სადაც ჰოსოკია მას სისუსტე არ უნდა აღმოაჩნდეს, მისი ჭეშმარიტი კი მისთვის სისუსტეა. ამიტომ თეჰიონი შენთან დარჩება, შენი ნებაა ნიშანს დაადებ თუ არა. არავინ უნდა გაიგოს რომ ჰოსოკს ომეგა ყავს. - ფეხზე დგება და მეორე სართულზე ადის.
ŞİMDİ OKUDUĞUN
I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.
Hayran Kurguცხოვრება სადაც ყველაფერი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ეს ის სამყაროა სადაც არ შეგიძლია შენი საყვარელი ადამიანის დაცვა. იცი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ რეალურად არ ხარ. როცა საქმე შენს საყვარელ ადამიანზე მიდგება შენი სიმამაცეც და ყველაფერიც თითქო...