^.^

21 4 3
                                    

სიყვარული...

ერთი სიტყვა რომელსაც ყველა ადამიანი თავისებურად ხსნის... და სიტყვა რომელიც ჩემი აზრით ასე ჩვეულებრივად არ უნდა იხსებოდეს.

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ყვარებია.... 

ჩემთვის მაგალითად სიყვარულს ახსნა არ აქვს... და ვთვლი რომ არც უნდა ხსნიდნენ მის მნიშვნელობას..

მეც მიყვრდა... დღემდე მიყვარს... და სამუდამოდ მეყვარება.

მისი ხმა.. სახე.. მისი სიყვარული არის ერთად ერთი რამ რაც მაძლევს იმის საშუალებას რომ ვიცოცხლო..

და ახლა სწორედ მინდა რომ მასთან გატარებული ყველა წამი..ყველა ჩახუტება და ყველა ის გრძნობა გადმოვცე ამ ტექსტში რომლის გადმოცემაც ჩემთვის საკმაოდ ძნელია..

ამიტომ ეს ჩანახატი ეძღვნება მას... ჩემს პირველ და უკანასკნელ სიყვარულს..

მისი ჩახუტება, ეს სულზე კოცნაა... ვერანაირი კავშირი ვერ შეცვლის მის თუნდაც ერთ წამიერ ჩახუტებას, გულში ჩაკვრას, მოფერებას...მისი ჩახუტება, ეს უხმო..სულის კივილია, გაუმხელელი გრძნობების, მონასტრების ემოციების... მისი ერთი სიყვარულით სავსე თბილი ჩახუტებისას საოცარი ძალა, ენერგია, ნუგეში და სითბო ერთიანად ირევა... ჩახუტება, ეს გრძნობის ყველაზე ძლიერი გამხელაა და იმ ძლიერი სიყვარულის ჩუმი აღიარებაა რომელსაც შეიძლება სათანადოდ ვერ გადმოვცემდეთ სიტყვებით...

მაგრამ ხანდახან საყვარელი ადამიანები...სხვადასხვა მიზეზის გამო გვტოვებენ...ზოგ შემთხვევაში ეს დროებითია...ან სამუდამო...

ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ადამიანმა რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა მიმატოვა...თანაც სამუდამოდ...წავიდა ჩემგან და დამტოვა სრულიად მარტო ამ დაცარიელებულ და მარტოსულ სამყაროში...

და სწორედ მსგავსი ტკივილის შემდეგ იჭრება ჩვენში გრძნობა რომელიც შინაგანად გვანადგურებს და გვტანჯავს...ამ გრძნობას მონატრება ქვია...ტკივილამდე...სულის გაყინვამდე მონატრება..რომელიც გვანადგურებს...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 16, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარულიდან მონატრებამდე....(ჩანახატი)Where stories live. Discover now