წარსულმა კარი შეაღო ფართოდ

627 93 10
                                    


დანაშაული გრძნობა.
თავის გვემა.
სიცარიელის შეგრძება სულში.
ტანჯვის უკანასკნელი სტადია.
ავადმყოფობა.
სულიერი ავადმყოფობა.
არა სიგიჟე, ასე ფართოდ რომ განიხილავენ სულის ტკივილს და თამამად აცხადებენ_გიჟია.

ახსოვდა წითელი თმა, დილით რომ უნათებდა გვერდით.
ხშირად არა, მაგრამ ახსოვდა, რადგან დღის ასეთი დასაწყისი იყო სწორედ სრულყოფილება.
რატომ მაშინ არ ამბობდა ამას ხმამაღლა?
მაშინ, როცა ამის თქმის დრო იყო.
წარსულის დღეების უკან დაბრუნება, რომ შეიძლებოდეს.
მხოლოდ იმ დროის, როცა აქ ჩამოვიდნენ, ამ ქალაქში.

თავიდან, რომ გაიაროს ის ხედები და გზატკეცილზე მანქანების სიმრავლის გაზრდასთან ერთად ჩაესმოდეს მისი ხმა.
აღფრთოვანებული ხმა.
უფრო მეტად აღფრთოვანებული მაღალი შენობების დანახვისას.
ისევ უყურებდეს იმ სახეს, ბავშვურ სახეს.

უფერული დღეები ისევ გაუფერადოს იმ წითელმა ფერმა.
იხსენებდა იმ დღეს, მან პირველად რომ გადაიღება თმა წითლად.
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ღამე.

ცას ახედავდა და იქ ხედავდა მის სახეს ხშირად.
მართალია სევდა ისევ შემოაწვებოდა, უფრო მტკივნეულად უჭერდა გულზე, მაგრამ უყვარდა ცის ყურება.
ცა მას ახსენებდა.
თავის ფილოსოფიას, ამ უკიდეგანო სივრცის შესახებ და იმ წამს, როცა ის, ბავშვურად უქნევდა თავს, რადგან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სჯეროდა თითოეული სიტყვა, რასაც ეუბნებოდა.

მის ცაზე უკვე ღრუბლებია.
ბოლო რვა წელი იყო, მოწმენდილ ცაზეც კი ღრუბლებს ხედავდა და იმედს ყოველ დღე ღრმა დამშვიდობებას უძღვნიდა.
ყოველი დღე გააზრებიდან, მისი დაკარგვის გააზრებიდან, საბოლოოდ დაკარგვის გააზრებიდან, ყოველი დღე იმედს აცლიდა, მასთან ისევ შეხვედრის.
ბოდიშის მოხდის შანს უმოწყალოდ აგლეჯდა მტევნებიდან და არც დარდობდა.
ან რატომ უნდა ედარდა?
კარმას ნამდვილად ძეგლი უნდა დაუდგას ერთ დღეს.

Graffîtî   Donde viven las historias. Descúbrelo ahora