( კიდევ ერთი შეხსენება, იტალიური შრიფტი აღნიშნავს წარსულს.)
ის დრო იყო, შემოდგომა დასამშვიდობებელ სიტყვას, რომ ამბობდა.
მზე არც ისე მცხუნვარედ ანათებდა გარემოს, დღის მიწურულს კი მისი სხივები მხოლოდ ოქროსფერ ბზინვარებას ჰფენდა იანდონგის პატარა სოფელს. ძველი ტრადიციული სახლებით, რომ იწონებდა თავს.
ტურისტების დანახვა არ უნდა გაგკვირვებოდათ ამ მიდამოებში, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი სოფელი იყო მთელს კორეაში, რომელსაც პირვანდელი სახე თითქმის არ დაეკარგა.
ტურისტები რა მოსატანია, როცა თავად კორეელებიც, სხვადასხვა ქალაქებიდან ხშირად სტუმრობდნენ ამ ალაგს. ექსკურიამძღოლები კი მონდომებით უყვებოდნენ ჩამოსულებს სოფლის ისტორიას, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო.
მუდამ მომღიმარი საზოგადოება დააბიჯებდა მოკირწლულ ქუჩებში. კალათებით ეზიდებოდნენ ბაზრიდან პროდუქტს. სახლში მიმავალნი კი მხიარულ სალამს უძღვნიდნენ შემხვედრებს.
ეზოში მოფუსფუსე მეზობლებთან საამურ ჭორაობას გააბამდნენ რამდენიმე წუთით და თითქოს მთელი დღის საქმეები უკვე მოელიათ, კმაყოფილები ბრუნდებოდნენ სახლში.
ყველა, ყველას იცნობდა იანდონგში, ამიტომ უცხო სახეს ადვილად არჩევდნენ. მაშინვე მიდიოდა გარჩევა ვინ იყო ის, ახლად გადმოსული მაცხოვრებელი, თუ უბრალოდ დამთვალიერებელი.
ჯეონების ოჯახი ჯერ კიდევ მაშინ დასახლდა ამ მიდამოებში, ქალბატონი ჯეონი ორსულად რომ იყო.
მათი გადმოსვლა მთელი თვის სალაპარაკო თემად იყო ქცეული სოფელში, ყველა მათ გაცნობას ცდილობდა. სახლში მომზადებული ტკბილეულით ხელდამშვენებულები მიადგებოდნენ ხოლმე ჯეონებს და გვიან ღამემდე მუსაიფში გაჰყავდათ დრო.დიახ, ამ შემოდგომას უკვე თვრამეტი წელი შესრულდა, რაც ჯეონების ვაჟი მოევლინა ქვეყნიერებას და კანონიერი მკვიდრი გახდა ამ მშვიდობიანი სოფლის.
შემოდგომის მიწურულს კი უკვე ორი თვე ხდებოდა მისი დაბადების დღიდან.
ახალგაზრდებს თითქმის ვერ შეხვდებოდით აქ, და ვინც ჯერ კიდევ შემორჩენილნი იყვნენ აქაობას, ყველა გადასვლაზე ოცნებობდა. დიდ ქალაქებში ცხოვრება ეწადათ. თავი ყველას ნამდვილი ბიზნესმენები წარმოედგინათ, რომლებიც მწვერვალებს აღწევენ დედაქალაქში, ან ნებისმიერ ცივილიზაციურ დასახლებაში, ოღონდ იქ არა, ოღონდ იანდონგში არა.
YOU ARE READING
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...