დამშვიდობება

522 89 31
                                    


ფიქრობდა, იმ საღამოს ნათელი ღიმილით, მშვიდად ჩაეძინებოდა.
ფიქრობდა, უკვე დაგეგმილ მომავალს, კიდევ ერთხელ გადაალაგებდა გონებაში და ყველაფერს თავის კუთვნილ უჯრას მიუჩენდა მიმანიშნებელი წარწერებით.
ახლა კი რასაც აკეთებდა, სრულიად განსხვავებდებოდა მისი დღის გეგმებისგან.
საწოლზე იწვა, ბალიშს მოხვეული და ნატრობდა, არასდროს დამდგარიყო ეს დღე, არასდროს გაზრდილიყო.
ალბათ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ისე დაგეგმა თავისი იადონგს მიღმა ცხოვრება, მშობლების აზრი არ გაიგო, რას ფიქრობდნენ ამ ყველაფერზე.
იმედი გაუცრუვდა, თუმცა ზუსტად არ შეეძლო ეთქვა, იმედგაცრუებას ვის მიმართ მეტად გრძნობდა.
მშობლების, რომლებმაც ნება არ დართეს თეჰიონთან ერთად წასვლის, თუ საკუთარი თავის მიმართ, რომელმაც ყველაფერი ისე დაგეგმა, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ და როცა ამის დრო დადგა, როცა მოვიდა ჟამი მოქმედების, მხოლოდ მდუმარებით შეეგება ქალბატონი ჯეონის უარს.

"კი მაგრამ დედა..."

სამი სიტყვის თქმა გაჭირვებით მოახერხა და ქალის გამოხედვას, თვალებშივე რომ უარყოფა უელავდა, თავდახრილმა შეხვდა.

შუა დღე უკვე კარგად გადასული იყო, ქალბატონი ჯეონი ვახშმისთვის განკუთვნილ პროდუქტებს რომ ასუფთავებდა სამზარეულოში.
თეჰიონთან ერთად აღფრთოვანებული შევიდა მასთან.
მხარზე ბიჭის ხელს გრძნობდა, ოდნავ მარწუხსაც, გამხნევების მიზნით რომ უჭერდა კიმი.

თეჰიონი ვახშმად უნდა დარჩენილიყო.
ეს უკვე ტრადიცია იყო მათ ოჯახში.
კვირაში სამი დღე მაინც, მათთან ვახშმობდა კიმების ვაჟი.

ქალბატონი ჯეონი ღიმილით შეხვდა ბიჭებს და თეჰიონს მიმართა_შენს საყვარელ კერძს ვამზადებ თე_ მოკრძალებული მადლობა მიიღო ბიჭისგან და შემდეგ საკუთარ შვილზე გადაიტანა მთელი ყურადღება.
გრძნობდა, რომ მოუსვენრობას შეეპყრო ბიჭი.

Graffîtî   Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin