დასაწყისში არ განიცდიდა.
სასიამოვნოც კი იყო ლოდინი თითქოს.
როცა წავიდა, არ დამშვიდობებია.
ასე უფრო იოლია_ ფიქრობდა მაშინ.
დეკემბრის პირველ დღეს იგრძნო სევდა.
სინანული, დამშვიდობების გარეშე რომ გაუშვა.
მეხუთე დღე თენდებოდა დეკემბრის უკვე და ცრემლები მის თვალებზე, ისეთი სიხშირით მოედინებოდა, როგორც პირველი თოვლის ფიფქები ეფინებოდა მისი ფანჯრის რაფას.
თეთრ საფარველში რომ გაეხვა მთელი სოფლის ალაგი, მაშინ მიიღო პირველი შეტყობინება მისგან."მაპატიე, აქამდე ვერ მოგწერე, გამოცდები.
უკვე დავიღალე, აქ რომ იყო უფრო იოლი იქნებოდა.
მენატრები ბაჭია.
გავიგე იანდონგში უკვე თოვლია, სეულს ჯერ არ სწვევია ეგ ბედნიერება."მოფერებით სახელზე სხვა დროს აწუწუნდებოდა, მაგრამ ახლა სურვილი ჰქონდა, ეს სახელი ხმოვან ტალღებად მისწვდომოდა მის სმენას.
საპასუხო შეტყობინება არ გაუგზავნია იმ დღეს.
ათჯერ მაინც დაიწყო წერისთვის განკუთვნილ ველში ტექსტის აკრეფა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერაფრით მოუყარა, ამიტომ დანებდა.
არც მეორე დღეს დალაგებულა ფრაზები გონებაში.
მესამე დღეს კი როგორც იქნა მისწერა."მენატრები, მიყვარხარ."
პასუხს არ დაუგვიანია.
"მეგონა ნაწყენი იყავი."
აქამდე ტექსტური მიმოწერა არასდროს გამოუყენებიათ.
პირველად იყენებდნენ ამ შესაძლებლობას საკონტაქტოდ.
მარტივი მიზეზის გამო, არ სჭირდებოდათ.
ახლა კი ერთადერთი საშუალება ეს იყო მხოლოდ.ერთი წელი ისე გავიდა, ერთხელაც არ დაბრუნებულა თეჰიონი იანდონგში.
ერთი წელი და ამის მიუხედავად ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
როგორ ეძინათ, რას ჭამდნენ, ვისთან ატარებდნენ დროს, რა მოსწონდა თეჰიონს სეულში და რას ისურვებდა ჯონგუკთან ერთად ენახა.
ერთი წელი და მონატრების მძიმე ტვირთს, მხოლოდ მოკლე შეტყობინებები ამსუბუქებდა.
მერე ნელ-ნელა შენელდა ტემპი.
არა მონატრების, შეტყობიმებების.
სამი დღით უპასუხოდ დარჩენილი მოსაკითხი წერილი, ერთი კვირით უპასუხოდ დარჩენილმა ჩაანაცვლა.
მალე ორ კვირამდე გაიზარდა და ბოლოს სრულიად უპასუხოდ დარჩა.
YOU ARE READING
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...