მოსალოდნელზე, მეტი ცვლილება

513 82 21
                                    


იანდონგის ვიწრო გასასვლელი, ავტომობილის მობრუნებაც გადაულახავ მისიად რომ მოეჩვენებოდა თვალს, ბევრჯერ მოსწრებია ადამიანების ფართო ტალღის მიმოსვლას. ისინი მოდიოდნენ და შემდეგ ისევ ტოვებდნენ იანდონგს. მოგონებები მიჰქონდათ მხოლოდ თან, ლამაზი ალაგის მოგონებები, ცხოვრების ბოლომდე რომ გაჰყვებოდა მათ მეხსიერებას.
გულსაწყვეტი იყო ნამდვილად, ერთჯერადად იხიბლებოდნენ თვალით აღქმული მშვენიერებით, გამოსამშვიდობებელ სიტყვასაც კი არ ტოვებდნენ დაბაში, რადგან უკან დაბრუნებას აღუთქვამდნენ ხოლმე.
უფრო მეტად გულსაწყვეტი გახლდათ იმ ადამიანთა გაციებული გულები, რომლებსაც მისი სილამაზეც კი მომაბეზრებელ ხედად ეჩვენებოდათ უკვე, მიდიოდნენ და აღარასდროს ბრუნდებოდნენ. სული უსწრებდათ სხეულს, მალე გასცლოდნენ მშობლიურ მიდამოებს და უკანაც არ მოიხედავდნენ წამით.
ასე იყო თეჰიონი, მან მხოლოდ ერთხელ მოიხედა, ისიც იმის გამო რომ ჯონგუკის არსებობისთვის მოეკრა თვალი.
იცოდა, არ მოვიდოდა.
დაჰპირდა არ დაემშვიდობებოდა, მაგრამ ბოლომდე, სანამ ვიწრო გზას გასცდებოდა, რომელიც თითქოს ორ სამყაროს აკავშირებდა ერთმანეთთან, იმედი ჰქონდა მისი გამოჩენის.
მომავალ შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ სურდა ბიჭის სახის დანახვა და სასიამოვნო მოგონებად ამობეჭდვა გონებაში.
სხვა შემთხვევა იყო ჯონგუკი. სავსე ავტობუსში იჯდა, თეჰიონის გვერდით და უკან არაფერს ტოვებდა, რაზეც შეეძლო სევდა ეგრძნო მის გულს.
ეგოისტი იყო ჯონგუკი, სავსე საკუთარი თავით.
მშობლებსაც კი არ გამოემშვიდობა ნორმალურად. მაშინაც კი, კართან მომლოდინე თეჰიონს უყურებდა ცალი თვალით და სავალდებულო _მომენატრებით_ მიაძახა აცრემლებულ დედ-მამას.
არაფერზე სწყდებოდა გული.
ყველაფერი რაც სურდა, ვინც სურდა, მის გვერდით იჯდა იმ წამს.
სიჩუმეში განვლეს გზა რკინიგზის სადგურამდე.
სიჩუმე იყო მაშინაც, მატარებელი რომ დაიძრა თოვლით დაფარულ ლიანდაგზე, სავალი ხაზები, რომ გაჰყვიროდა  მხოლოდ შავად.
ჯონგუკს არ აღელვებდა ხედი მინის მიღმა, მისი საუკეთესო ხედი მის პირდაპირ იჯდა, ხელებით პატარა მაგიდას დაყრდნობოდა, ამ ორს რომ ჰყოფდა ერთმანეთისგან.
ტელეფონში გამწარებით ჰკრეფდა რაღაცას და რაც მატარებელში ჩასხდნენ, თავი ერთხელაც არ აუწევია.

Graffîtî   Where stories live. Discover now