შაბათს დილა მარტოს დამათენდა. არ ვიცი რომელ საათზე ჩამთვლიმა წუხელ, მაგრამ ვიცი როგორ მეწყინა მისი იქ არ ყოფნა. ადამიანებს ის ეხვევათ თავს, რასაც მთელი არსებით ეწინააღმდეგებიან როდესაც ამას მივხვდი გვიანი იყო, თეჰიონი უკვე სხვანაირად ფუთფუთებდა ჩემს მუცელში. ამ ზაფხულს თავი მის მონატრებაშიც კი გამოვიჭირე. სააბაზანო საბედნიეროდ მდიდარი იყო ტანის მოვლის საშუალებებითა და წყლით, დილას შხაპი მივიღე და ტრუსებზე პირსახოცი მოვიხვიე, რომ ოთახში დაბრუნებულს ჩამეცვა. თეჰიონი იქ იყო, იჯდა საწოლზე და თითქოს ათასობით გალაქტიკის დარდი იმ მშვნეიერ, მამაკაცურ მხრებზე დასწოლოდა, სახე მოქუფრული ჰქონდა. შევამჩნიე, რომ თეჰიონში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაგარამ ეს ამდენად ფიქრიანი თეჰი პირველად აქ აღმოვაჩინე. მივეჩვიე რომ ბევრს იცინის დაუსრულებლად საუბრობს და ზრუნავს ჩემზე. ამ ტყემ თითქოს მისი ყურადღება წამართვა.
-ტანზე არ ჩაიცვა.-მითხრა ხმადაბლა, როდესაც დამინახა და მოლბერტზე მიმანიშნა იქვე.
-დილიდან? ჯერ ხომ არც გვიჭამია?-ამოვიწუწუნე და დასამტკიცებლად ჩემმა მუცელმაც არ დააყოვნა, ძალიან შემრცხვა ამ ხმებისგამო მაგრამ ვიცოდი, თუ ახლა არ შევჭამდი ისინი უბრალოდ გაძლიერდებოდნენ და უფრო შემარცხვენდნენ.
-წამოდი, გაჭამო რამე პატარა, გუუ.-გამაჟრჟოლა, როდესაც მუცელზე შემომხვია ხელები და მიმიკრა, აიიშ, როგორ ბანალურად გაიჟღერებს ახლა რომ ტერფებზეც კი ვიგრძენი ღიტინის მსგავსი რაღაც, ეს ისეთი სასიამოვმო იყო. რამდენიმე წამი ასე იდგა, მეხვეოდა და ყელში ერთსა და იმავე ადგილას გაუჩერებლად მკოცნიდა, სხეული სრულიად მომიდუნდა, თავბრუსხვევა ვიგრძენი. წუხელ თეჰიონის კანიდან ქურდულად რომ მოვიპარე ის საამური სურნელი მიწვავდა ახლაც ნესტოებს და ფილტვებში იმდენად მდორედ ეშვებოდა თავბრუ მესხმოდა.
-საუბარი შემიძლია?-საკუთარი გულისცემი ხმა სიმწრით გადავფარე და ვეცადე არ გავმოძრავებულიყავი.
YOU ARE READING
ჭირვეული
Fanfictionვანშოთების კრებული ჯონგუკი ომეგაა, რომელიც ვერ იტანს თავის ალფას, თუმცა თეჰიონის გარეშე სიცოცხლეც არ შეუძლია.