პირველი კამათი

484 87 32
                                    


დილა არ იყო მარტოსული,
სული სავსე ჰქონდა.
ისევ მის გვერდით იყო, ისევ შეეძლო შეეგრძნო მისი არსებობა.
ღამე რთული იყო, თუმცა გადალახვადი.
სამზარეულოს დახლთან იდგნენ და საუზმეს ამზადებდნენ.
დრო და დრო შესცქეროდა თეჰიონს, ხილის დაჭრით, რომ იყო გართული.
ხილის, რომელიც უმცროსის გაღვიძებამდე, სხვა საჭმელთან ერთად მოიტანა თეჰიონმა.
ცალკეულ კადრებად უელვებდა წინა ღამე.
სააბაზანოდან გამოსულმა, როგორ სთხოვა თეჰიონს ძილის საშუალება მიეცა მისთვის.
გრძნობდა უფროსის მზერას წუხელ, რამდენიმე სიტყვის გაცვლას, რომ სთხოვდა თითქოს.
როგორ აიგნორებდა მის გამოხედვას და უსიტყვოდ შლიდა თეთრეულს დივანზე.
შემდეგ შუქი ჩააქრო, დამძიმებული შეწვა თეთრ გადასაფარებელში და დივნის საზურგისკენ იქცია პირი.
ისევ იქ იყო თეჰიონი, ღამის აჩრდილივით, სიბნელიდან უცქერდა უმცროსის ზურგს, ის ამას გრძნობდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა.
თითქმის არც სუნთქავდა.
შემდეგ თეჰიონმა ოთახი დატოვა.
_ალბათ ზედმეტი მომივიდა_ ფიქრობდა ჯონგუკი, მაგრამ ვერ გაურბოდა ეჭვიანობას, აზრს, სადაც თეჰიონის ცხოვრებაში ერთადერთი არ იყო.
თითქმის თვალები მიელულა და სხვა სამყაროში გადასასვლელად ემზადებოდა მისი გონება, შეხება, რომ იგრძნო.
ოდნავ შეცბა მოულოდნელობისგან.
ვერ გაიგო, როდის დაბრუნდა თეჰიონი მისაღებ ოთახში.
შემდეგ მთელს სხეულზე იგრძნო სითბო, უფროსი რომ თავისი სხეულით უზიარებდა.

"შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ჯონგუკი."

თითქოს იმ წამს გასცა ბიჭის სიტყვებს პასუხი.
იქამდე ხომ შანსი არ მისცა უმცროსმა.

იგრძნო როგორ ჩარგო თეჰიონმა ცხვირი მის ყელში.
ოდნავ შეიშმუშნა უფროსი, უფრო კომფორტულად სცადა დაწოლა ვიწრო დივანზე.
შემდეგ მოეშვა.
ხელები ჯონგუკის მუცელს შემოხვია.
ალბათ ელოდებოდა უმცროსისგან, რაიმის თქმას მაინც, მაგრამ ვერაფერი მიიღო.

Graffîtî   Onde histórias criam vida. Descubra agora