ჯონგუკი არც უბედური იყო

511 87 50
                                    


საუკეთესო ერთი კვირა ნამდვილად არ გაუტარებია ჯეონ ჯონგუკს გამოცდებამდე.
თუმცა, რომელ საუკეთესოზე ვსაუბრობ საერთოდ.
ეს ერთი კვირა, კარგიც კი არ იყო.
მთელი დღეები მეცადინეობაში გაატარა და ყველაზე რთული, სახლში მარტო ყოფნა გახლდათ ალბათ.
სულ ლოდინის რეჟიმში იყო.
თეჰიონი სულ სადღაც გადიოდა ცოტა ხნით და შემდეგ გვიან ბრუნდებოდა.
ალბათ ზედმეტი მოლოდინი ჰქონდა, თორემ იმედი ასე არ გაუცრუვდებოდა.
დიახ, ჰქონდა და ამისთვის მიზეზიც არსებობდა.
საუკეთესო მეგობართან ერთად, მარტო ცხოვრებაზე უკეთესი რა უნდა იყოს.
მაგრამ ეს ასე ალბათ, იმ მელოდრამებში ხდებოდა, ჯონგუკი რომ ხშირად უყურებდა.
რეალობა კი სრულებით განსხვავდებოდა ფილმისგან.
იმ კამათის შემდეგ ფიქრობდა, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა მათ შორის, მაგრამ თეჰიონის სიტყვები, აზრს მოკლებული სიტყვის მასალა აღმოჩნდა.
ის სხვა თეჰიონი იყო, სხვა ცხოვრებით და სხვა ინტერესებით.
არ აპირებდა ბავშვობის მეგობართან ერთად, მოსაწყენი საღამოები გაეტარებინა, ასეთი ალბათ კისერში ჰქონდა ამოსული, იანდონგში ცხოვრებისას.
არც პარკში გასეირნება შეუთავაზებია ბიჭისთვის, როცა ერთ დილას, გამოცდის წინა დღეს, ჯონგუკმა სხვათაშორის თქვა.

"დღეს ვაპირებ დავისვენო."

შეიძლება, მართლაც არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება სეულში გადასვლა.
შეიძლება, ის მოგონებები უნდა შეენარჩუნებინა, რაც თეჰიონთან აკავშირებდა და თუნდაც გული ჩაჰკვლოდა, საუკეთესო მეგობრის, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გამო, ის ბედნიერი დღეები ხომ მაინც დარჩებოდა, მშვენიერ მოგონებად წარსულიდან.
ახლა კი, როცა ერთადერთი მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი, მშობლებზე მნიშვნელოვანი, საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის თითქოს სულ ერთი გახდა.
და ეს არ ხდებოდა სიშორის გამო.
ეს არ ხდებოდა თვალი თვალს, რომ დასცილდებას გამო.
ეს მის თვალწინ ხდებოდა, მის გვერდით ვითარდებოდა, თავად იყო მომსწრე, როგორ შორდებოდა ის, მას და ამ ყველაფრის ფონზე, წარსულიც მნიშვნელობას ჰკარგავდა თითქოს.
ღამით მისი იყო, მთლიანად მისი.
ეძინა, მაგრამ მის გვერდით ეძინა.
შეეძლო, რამდენ ხანსაც სურდა დამტკბარიყო მისი ყურებით და სულ მისად მოეაზრებინა, მაგრამ დგებოდა დილა.
ისევ შორდებოდა.
მათი ურთიერთობა დილის საუზმეს და ღამით საერთო საწოლში ძილს არ სცდებოდა.

Graffîtî   Onde histórias criam vida. Descubra agora