°2°

39 1 2
                                    

გაოცებული ვუყურებდი ჩემს წინ
მჯდომ მამაკაცას და ისე ვაშტერდებოდი თითქოს მერვე საოცრება ყოფილიყო,ალბათ რამოდენიმე წუთი დავყავი ამ მდგომარეობაში მისტერ სმიტმა რომ მომმართა.
-მია?-თქვა მან და გაკვირვებული მომაჩერდა სახეზე--მისტერ სტაილს ყავა მიართვი და კაბინეტიდან გადი-მითხრა მან მკაცრად და ჩემ წინ
მჯდომ მამაკაცზე მიმანიშნა.
ყავა სწრაფად დავუდგი წინ და წელში ისე გავსწორდი მისთვის არ შემიხედავს,ძალიან მრცხვენოდა.
-გმადლობ-მითხრა და საუბარი განაგრძო.
კაბინეტიდან ისე უჩუმრად გავედი მგონი არც გაუგონიათ.
ჩემს სამუშაო ოთახში დავბრუნდი  სკამზე ჩამოვჯექი და
თავი ხელებში ჩავრგე.
იმდენად მრცხვენოდა ფიქრითაც ვერ ვფიქრობდი მასზე.ღმერთო რატო უნდა დამმარათნოდა ეს მე?
ნამდვილი უიღბლო ვარ,იდიოტი.
საკუთარი თავის ლანძღვას ვიწყებდი უკვე კარი დაუკაკუნებლად რომ შემომიღეს,ვინ იქნებოდა თუ არა კლარა? ამ ქალს ზრდილობის ნატამალი არ აქვს ჩვენთან მიმართებაში.
-მია მისტერ სტაილსთან
წადი და ყველაფერი აჩვენე
რაც საჭიროა,ყველა საჭირო
თანამშრომლის ისტორია გადაეცი
და თუ კითხვები ექნება პასუხიც
გაეცი
-დიახ-საცოდავად ამოვიწრიპინე და უჯრიდან გასაღები ამოვიღე.
ლამის იყო ტირილი დამეწყო,შეუძლებლად მიმაჩნდა ახლა მის წინ დგომა,ლამის იყო ვნატრობდი ნეტა ახლა ამ შენობას ასტეროიდი დაეცეს მეთქი.
სხვა გზა აღარ მქონდა ავდექი
კაბინეტიდან გავედი და არქივში
ჩავედი.საშინლად მძიმე ფაილი ავიღე სადაც საჭირო თანამშრომლების
სივები იყო გაერთიანებული, შემდეგ კი აწ მისტერ სტაილსის კაბინეტისკენ წავედი.
კარზე დავაკაკუნე და სანამ ნებართვა არ მომცა იქამდე არ შევედი,ეგ კი არა ნეტა ვერ გაეგო,უკან გამოვბრუნდებოდი და კლარასთან რამე ტყუილს მოვიგონებდი.
-ამმ...მისტერ სტაილს... მე
გამომგზავნეს რომ...-სიტყვა მისტერ სტაილსმა გამაწყვეტინა
-დიახ, წამობრძანდით-ჩემს დაბნეულ ლაპარაკზე წარბები შეკრა.
ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა,თან თავიდან
ბოლომდე ამათვალიერა, თავი ისე დავხარე სადაც იყო ძირს დავეცემოდი,ისედაც ძლივს მეჭირა ეს ფაილები.
კარები გააღო და
ლიფტისკენ წავიდა, მეც უკან
ავედევნე სხვა რა გზა მქონდა? თუმცა მის წინ დგომას ახლა სიკვდილი თავისუფლად მერჩივნა.სირცხვილის გრძნობა ამ ქვეყნად ყველაზე ცუდი რამაა.
თავდახრილი ვიდექი და ფაილები
მკერდზე მქონდა აფარებული,
ზურგით კი ლიფტის კედელს ვიყავი მიყუდებული,უხერხული სიჩუმე გამეფებულიყო რომელიც სამწუხაროდ,ჩემდა გასაკვირად მისტერ სტაილსმა დაარღვია.
-არადა კლუბში ასეთი მორცხვი არ
ჩანდი-მითხრა და მე შემომხედა,მართალია არანაირი ირონია და სარკაზმი მის სიტყვებში არ ერია,თუმცა მე მაინც ავწითლდი სირცხვილისგან.
-ჯანდაბა-ჩემთვის ჩავილაპარაკე და თვალები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს.ნეტა მიწა გამისკდეს და ძირს ჩამიტანოს.
რაღაცის თქმას მინდოდა,არ ვიცი რა,მაგრამ მინდოდა ალბათ ბოდიშს მოვუხდიდი,თუმცა არ დამცალდა.
ლიფტის კარი გაიღო და
შიგნით ჯენიფერი და ვიღაც უცნობი გოგო შემოვიდა.გოგოებმა გაუღიმეს,თუმცა ჰარის,ჰარის? როდის გახდა ჰარი? მისტერ სტაილს რეაქცია არ ჰქონია,უბრალოდ თავი დაუკრა.
-როგორ ხარ ჰარი?-კითხა ჯენიფერმა და მისტერ სტაილს შეხედა.გაკვირვებისგან ლამის წამოვიკივლე რა ჰარი? ამას მანერები საერთოდ არ აქვს?
სტაილსმა წარბაწევით გვერდულად კი გახედა,მაგრამ ის დებილია და ვერაფერს მიხვდებოდა.
-შენ როგორ ხარ?-ზრდილობის გამო ჰკითხა.სახეზე აწერია რომ საერთოდ არ სიამოვნებს მის გარემოცვაში ყოფნა.
-კარგად, დიდი ხანია აღარ
შევხვედრილვართ-უთხრა და
ტუჩები წინ გამოწია,თავისი ჭკუით
საყვარელი სახე მიიღო.
რას ნიშნავს დიდი ხანია აღარ შევხვედრილვართ? საიდან იცნობს ეს ქალი ამას?
-არც იყო საჭირო-უთხრა და გაუღიმა, ზუსტად ამ,როგორც ფილმებშია,ლიფტის კარიც გაიღო და მანაც ტრიუმფალურად დატოვა თვალებგაფართოებული ჯენიფერი.
რად დამიჯდა სიცილის შეკავება ღმერთმა იცის.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 04, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

FOR YOUWhere stories live. Discover now