საჭიროა, განთავისუფლდე გარემოს "ხმაურისგან".
საჭიროა, თავი საჭიროდ იგრძნო.
საჭიროა, გრძნობდე.
საჭიროა, გეშინოდეს.
ეს გვაძლიერებს, გვთავაზობს გზას.
ყურში ფრთხილად მოჩურჩულე ხმები, ყოველთვის მოუთხრობდნენ, რამდენად დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა თეჰიონი მისთვის.
ამ ხმაურით განსჭვალული, აგზნებული ცხოვრობდა მთელი ცხოვრება.
გრძნობდა.
ეშინოდა.
მაგრამ ვერ გაძლიერდა.
დიდხანს ვერ გაძლიერდებოდა.
ამისთვის კიდევ დიდხანს უნდა ეღვაწა ალბათ.
ფიქრებში ინექციათ შეშვებული აზრი, თუ თეჰიონი გადაეჩვია უმისობას, მასაც შეეძლო იგივე გაეკეთებინა.
საკუთარ თავთან გადაბიჯების ფასად, მაგრამ შეეძლო.
ინექცია ნელ-ნელა, გადასხმის სისტემით შენელებულ რეჟიმზე გაშვებული, უჯრედებში იწყებდა გაჯდომას.თანდათანობით ლოდინს გადაეჩვია.
ამ სამი თვის მანძილზე, ისეც კი ხდებოდა, რომ თავად თეჰიონი ელოდებოდა მის დაბრუნებას სახლში.
რამდენიმე მწყრალ სიტყვას ეტყოდა დაგვიანებაზე, ჯონგუკი მხოლოდ თავს უქნევდა და არაფერს პირდებოდა, ისე ემზადებოდა დასაძინებლად.აღარ განმეორების, არ დაპირებას, პირნათლად ასრულებდა და ამაზე ხმამაღლა საუბრობდა, მისი განმეორებითი დაგვიანება, მომდევნო ჯერზე.
ახალ მეგობრებს კარგად შეეწყო.
იმდენად არავის დაახლოებია, როგორც კიმების ვაჟთან ჰქონდა უხილავი კავშირი, მაგრამ ასეთი ჯაჭვის გაბმას, ისედაც არ გეგმავდა ვინმესთან.თუ აქამდე სამუდამო მეგობრობის ღრმად სჯეროდა, ახლა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს სიტუაცია განაპირობებდა.
გრძნობები არ იცვლება, მას სჯეროდა ღრმად და ამ რწმენას ვერავინ შეურყევდა იმის შესახებ, რომ თეჰიონის სიყვარული მის მიმართ, ისეთივე წრფელი და უანგარო იყო, როგორც ადრე, თუნდაც ერთი წლის წინ.
მაგრამ გარემოებები შეიცვალა.
შესაძლოა ისინი მართლაც იმიტომ გახდნენ განუყოფელნი, რომ იქ, უკან იანდონგში, სხვა არავინ ჰყავდათ ვისთანაც იგივე კავშირს იგრძნობდნენ.
ამას ადრე არასდროს აღიარებდა ჯონგუკი, მაგრამ ბოლო დროს ამის აღიარებაც გადაწყვიტა საკუთარ თავთან.
შესაძლოა ცდებოდა, მაგრამ საპირისპიროს ვერავინ და ვერაფერი უმტკიცებდა.
KAMU SEDANG MEMBACA
Graffîtî
Fiksi Penggemar01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...