თუ შენი გული, ასე მუშაობს

517 80 46
                                    

"კანონზომიერება ასეა დადგენილი, გუ... ქალს კაცი უნდა მოსწონდეს, კაცს ქალი."

იანდონგში დაბრუნება და ოჯახთან ერთად პირველივე სადილი დაბრუნების შემდეგ.
დიდხანს ფიქრობდა.
არდადეგების დაწყებამდე ფიქრობდა.
მთელი გზა მატარებელში ამაზე ფიქრში გაატარა.
ბოლოს კი მარტივი სიტყვებით, თავდახრილმა გაანდო მშობლებს.
დუმდნენ და ისევ დუმდნენ.
გვიან ღამემდე დუმდნენ.
არც ჰკიცხავდნენ, მაგრამ არც მხარს უჭერდნენ ამ დუმილით.

გვიან ღამით კი მის საწოლზე იჯდა დედა და ბალიშში თავჩარგულ შვილს მზრუნველი ხმით ესაუბრებოდა.

"წესია, გასხვავებული სქესის ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. არ გაგკიცხავ იმის გამო ვინ ხარ გუ, ამას არც მამა აპირებს, უბრალოდ მაინტერესებს ეს რატომ მოხდა, შესაძლოა არასწორად აღიქვამ, შესაძლოა ბოლომდე არ გესმის."

ჯონგუკი არ აპირებდა თავის აწევას ბალიშიდან და არც არასდროს აწევდა, რომ შესძლებოდა, მაგრამ შემდეგმა სიტყვებმა ისნტიქტი დაიმორჩილა.

"ეს თეჰიონია?"

"რა?"

"ბიჭი, რომელიც მოგწონს, თეჰიონია? მაშინ გასაგები იქნება შენი დამოკიდებულება. თქვენ ორნი ყველაზე ახლო ადამიანები ხართ ჯონგუკ..."

"მოიცადე დედა, არა, თეჰიონი არაფერ შუაშია. არასდროს შემიხედავს მისთვის სხვაგვარად."

_შეიძლება არა, ან კი.

უნებართოვდ გაევლო გონებაში.

"უბრალოდ ვიფიქრე თქვენ..."

"არა, ცდები..."

ისევ სწრაფად შეაწყვეტიმა ბიჭმა.

"მაშინ ვერ ვხვდები, ვერ ვხსნი."

თავი ჩახარა ქალმა.
საკუთარ თითებს დააცქერდა კალთაში.
კიდევ ერთხელ იაზრებდა, სადილზე მოსმენილ ინფორმაციას.
ცდილობდა აეხსნა რატომ?
თავად დაუშვა შეცდომა შვილის აღზრდაში?
რა არ მისცა, რა დააკლო?

Graffîtî   Where stories live. Discover now