არ ვიცი რა დრო გავიდა მაგრამ არცერთი არ ავმდგარვართ, არცერთი არ ვსაუბრობდით. სხეულზე მყავდა აკრული და მის ცრემლებს ვაკვირდებოდი.
- შენ მართალი იყავი ქუქი.- მომესმა მისი ჩურჩული.
- რას გულისხმობ?
- ყველაფერში მართალი იყავი. რა სულელი ვიყავი, რატომ არ დაგიჯერე, უნდა მომესმინა შენთვის.
- დამშვიდდი პატარ...
- არაა ქუქი მე სულელი ვარ, მე მშიშარა ვარ მე...
- შეწყვიტე საკუთარ თავზე ასე საუბარი.
- მაგრამ ეს ასეა, ეს სიმართლეა. რომ არა ჩემი სიჯიუტე, რომ არა ჩემი შიში რომ არა ჩემი სისულელე დღეს ახლა აქ არ ვიქნებოდით, ჩვენს პატარას არ დავკარგავდი.- ამბობს და ტირილს აგრძელებს.
- გთხოვ ნუ ტირი დამშვიდდი, მთელი ცხოვრება წინ გვაქვს.
- არა ქუქი არა მე უნდა წავიდე.
- უნდა წახვიდე?
- ჰო უნდა წავიდე რომ ზიანი არ მოგაყენო მე...
- ისევ გარბიხარ.
- რაც გინდა ის დაარქვი, მე სულ ასე ვიქცეოდი.
- და მე შენ სულ გპოულობდი.
- მე არ ვარ შენი ღირსი.
- არა ეს მე არ ვარ შენი ღირსი.
- ასე ნუ ამბობს შენ მომავალი ლიდერი ხარ, მოვალეობები გაქვს, მე კი ერთი მშიშარა ომეგა ვარ რომელმაც შიშისა და უსუსურობის გამო საკუთარი შვილიც კი ვერ გადაარჩინა.
- მისმინე შენ არ ხარ მშიშარა შენ მამაცი ხარ.
- ნუ მა...
- არა თაე მართლა, შენ მე სიცოცხლე შემინარჩუნე და მე ვიცი თუ რა არის შიში. იმ წამს ეს მე ვიყავი შეშინებული, უიმედო მაგრამ შენ... შენ ისე უეცრად გამოჩნდი, ისეთი მამაცი იყავი, გთხოვ ასე აღარასოდეს აღარ იფიქრო საკუთარ თავზე.
ფეხზე ვდგებით და მას ვუყურებ.
- როგორ შეგიძლია ამის თქმა როდესაც მე... უნდა გძულდე იმის მაგივრად რომ მეფერები თავიდან უნდა მიშორებდე.
KAMU SEDANG MEMBACA
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fiksi Penggemar- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...