დრო, ასე არასოდეს გასულა ნელა.ზაფხულის ქალაქს, მტვერი მოჰკიდებია უკვე.
ბნელოდა, მაგრამ ჩახუთულობა არა და არ იკლებდა.
როდის იყო, საფულე მოისინჯა ჯიბეში, მიხვდა თან არ ჰქონდა.
ზურგჩანთაში დარჩა ალბათ.
იმ ზურგჩანთაში, თეჰიონის ოთახში, იატაკზე რომ ეგდო იმ წამს.
სეულში დაბრუნება ნაშუადღევს იყო, ახლა კი ღამე დაპატრონებოდა ალაგს.
ამდენ ხანს იარა?
ნეტავ სად იყო ახლა?
ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა.
ერთ კონკრეტულს კი ვერ მიუახლოვდა მისი ფიქრები.
ყველაფერზე ფიქრობდა და თითქოს არაფერზე.
ოთახის სცენა უნდოდა ამოეგდო თავიდან, მაგრამ საიდანაც არ უნდა მოეარა თავისი გონებისთვის, მაინც იმ კადრზე ფოკუსირდებოდა საბოლოოდ.
ბევრი ხრიკი მოუწყო ტვინს, თუმცა უშედეგოდ.
ტელეფონის ზარი პირველად გაიგო იმ წამს.
როცა ეკრანს დახედა, მანათობელი სენსორის მიღმა, ეკრანზე მარცხენა კუთხეში, გამოტოვებულ ზარებს აფიქსირებდა მოწყობილობა.სახელი_თე_ანათებდა იმ წამს და არც უფიქრია, ისე გადასწია სენსორი, გათიშვის მხარეს.
როგორც აღმოჩნდა, გამოტივებული ზარებიც ამ სახელს ეკუთვნოდა.
კონტაქტებში სახელი_ჯიმინი_მოძებნა და ზარი გაუშვა.
ჩუმად იჯდა.
მეგობრის მომზადებულ ცივ კოქტეილს შეექცეოდა.
მადლობის ნიშნად დროდადრო უღიმოდა.
საპასუხო ღიმილსაც იღებდა, კითხვისნიშნის მზერასთან ერთად.
იცოდა, ვალდებული იყო ეპასუხა.
ის ხომ მისი მეგობარი იყო, რომელმაც უფლება მისცა ღამე მასთან გაეთია, სადღაც დასაკარგავში ჩააკითხა, იმიტომ რომ ტაქსის ფული არ ჰქონდა და თავად ვერ მიაღწევდა ჯიმინის სახლამდე.
YOU ARE READING
Graffîtî
Fanfiction01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...