თეჰიონმა სხეული იქვე მისაღებში მდგარ მდივანზე ბრთხილად დააწვინა, ისე რომ სესია არ შეუწყვეტია.
ტუჩებიდან კისერში გადაინაცვლა, სადაც მუქ ლურჯ ლაქებს უტოვებდა, რის შემდეგაც ჯონგუკს ბაგეებიდან კვნესა აღმოხდა.
წითელთმიანმა გვერდულად ჩაიღიმა, მიხვდა რომ უკვე დრო იყო. ოდნავ გვერდით გადაიხარა და იქვე ახლოს მდგარი შავი ყუთი აიღო.ჯონგუკს თითქოს ძალა არ ჰქონდა იმისა, რომ თეჰიონის მოძრაობებს დაჰკვირვებოდა. უბრალოდ იწვა, თითქოს მთელი სხეული პარალიზებული ჰქონოდა. არც ზედემეტი სიტყვის წარმოთქმა შეეძლო. შინაგანად კი მთელს ხმაზე გაჰყვიროდა, რომ თეჰიონს ეს არ გაეკეთებინა.
უეცრად ხელზე რაღაც ცივის შეხება იგრძნო. თუმცა ძალას ვერ ატანდა საკუთარ თავს, თავი გვერდით გაეტრიალებინა. მაგრამ ამ დროს თითქოს უეცრად რაღაც განათდა,და გონს მოვიდა.
სწრაფად წამოდგა, თუმცა რაღაცამ ისევ უკან დააგდო. გვერდით მიიხედა და დაინახა რომ ჯაჭვით იყო მიმბული იატაკზე, რომელსაც სპეციალური საჭერები აკავებდა.
როგორ არ ცდილობდა, ხელიდან მის მოხსნას თუმცა მისი ყოველი ქმედება ამაო იყო.ამის შემხედვარე თეჰიონმა ჩაიღიმა, რომელსაც ჯონგუკის ყურადღების მიქცევა მოჰყვა.
- ეს რა ჯანდაბა კიმ თეჰიონ?! ახლავე მომხსენი ხელიდან ეს რაღაც?!
- მოდი მხოლოდ გეტყვი იმას, რომ რაც არ უნდა გააკეთო მაინც არაფერი გამოგივა პატარავ. ვერაფრით ვერ შეძლებ მის მოხსნას, ვერც გატეხვას, რადგან მას ჯადო ადევს. მე დაგადე და მხოლოდ მე შემიძლია მოგხსნა.
მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ გავაკეთებ. ერთი საქმე დამრჩა დასასრულებელი, ისეთი სადაც შენი ახლოს ყოფნა ნამდვილად არ მჭირდრბა ასე, რომ გარკევული დროის განმავლობაში, ჩემს დაბრუნებამდე აქ იქნები.- რა სისულელეებს ამბობ?! ახლავე გამიშვი?! მომხსენი ხელიდან ეს წყეული ჯაჭვი! შენ გგონია ასეთ უბრალო ადგილას შეძლებ ჩემს გამოკეტვას არა!ცდები?! ან საერთოდ რა დაუსრულებელ საქმეზე ლაპარაკობ! და მე რა შუაში ვარ?!
YOU ARE READING
༒︎ნამდვილი სისხლი༒︎
Romance" ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები."