გარბიხარ და მაინც ერთ ადგილს ტკეპნი.
ყოველი ნაბიჯი, უფრო გაახლოებს ტკივილთან და ტკივილი გაიძულებს, უკან დაბრუნდე.
ტკენ საკუთარ თავს, ემოციებს, გრძნობებს და ტკენ მას.
შიშით განაგრძობ ცხოვრებას.
შიშით, რომელიც ყოველ მომდევნო ქმედებაზე გაფიქრებს და მაინც, ფიქრის მიუხედავად, შენ შეცდომას უშვებ.
უფრო ღრმად ეფლობი წუმპეში.
ამის ფონზე უფლებაც აღარ გაქვს დახმარება ითხოვო.კიმ თეჰიონი, რაც უფრო გაურბოდა თავის შიშებს, მით უფრო ღრმად ტოპავდა შავ-ბნელ გვირაბში და სინათლის ერთადერთ სხივს, უფლებას აძლევდა, უბრალოდ გალეულიყო.
უკვე ნაცარმოყრილი ნათება ვეღარ დაანება გასაშვებად.
უკან მოახედა, მაგრამ ისევ შიშმა დაიმონა მისი გონება.
გაშვება-დაჭერას ჰგავდა ეს თამაში და როცა ერთი მხარე, სრულიად დაიღალა, უკვე დანებდა, აღარ სურდა უფრო მეტი ტკივილი ეგრძნო, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა თეჰიონი, შეფარვით."ჩემი ახალი ცხოვრება, შენს გარეშე განაგრძობს სვლას თეჰიონ."
ტკივილი, მაგრამ მაინც დაუნდობლობა იგრძნობოდა უმცროსის ხმაში.
ბასრი სიტყვები, უმოწყალოდ სერავდა უფროსის გულს და ზედვე აყრიდა მარილს, დაუნანებლად."ასე არასდროს მსურდა."
დანაშაულის გრძნობას, არა უმცროსის ცრემლები, არამედ დანაკარგის შეგრძნება იწვევდა მასში.
სტკიოდა, მისი ყველა ცრემლი სტკიოდა, მაგრამ არა ისე, უკან დახევა ეიძულებინა თავისთვის.
და იმ წამს, რა წამსაც იგრძნო, დაინახა იგი მომავლის გზაზე, მარტოდ მიმავალი, საკუთარმა მომავალმა დააფრთხო თითქოს."აქ შენ მიმიყვანე თეჰიონ, გთხოვ უკან აღარ მომახედო."
"მე ეს არასდროს მსურდა."
იმეორებდა უფროსი და გულზე დაფენილ მაისურს ხელს მთელი ძალით უჭერდა.
ალბათ სურდა ტკივილი მხოლოდ იმ მუჭში მოემწყვდია და არ მიეცა უფლება, მთელს სხეულზე მეტასტაზებივით გაფანტვოდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Graffîtî
Фанфик01/07/2020-16/11/2020 -ცას თითქოს ფერი სამყაროსთვის უწილადნია, ცისფერ ყვავილებს დაეფარათ გარშემო მიწა.- 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნ...