მან იგრძნო, ამ სიტყვის სიმძიმე

520 84 29
                                    


თეჰიონი ისევ არ ეხუტებოდა, როგორც ბოლო დროს დაეჩვია ხოლმე, მაგრამ სიამოვნების ღიმილი, გულწრფელობის ეფექტით, ასე რომ გადაჰკროდა სახეზე ჯონგუკს, გაფიქრებინებდათ, რომ ბიჭი ბედნიერი იყო, რადგან ისევ მასთან, მის გვერდით იწვა.
ბოლო ერთი საათი თავს ვერ აიძულა თვალი მოეხუჭა, როცა თეჰიონს ლამის მაშინვე ჩაეძინა, როცა სახლში დაბრუნდნენ.
ნახევრად გვერდშრქცევით მწოლიარე ბიჭს უყურებდა, მთელი ტანით მისკენ გადატრიალებული ბიჭი.
ისევ იღიმოდა და ცდილობდა მბჟუტავი სინათლეების ფონზე, სახეს ჩრდილი რომ დაჰკრავდა, ის სახე, ასე რომ უყვარდა, მაინც მკაფიოდ გამოეკვეთა მის თვალებს.
აღექვა ისე, როგორც სრულყოფილება და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო ღიმილის.
არ სურდა თავისთვის უფლება მიეცა, ისევ იმედებს ჩაბღაუჭებოდა, ისევ ისე, როგორც ყოველთვის. მაგრამ...
უკვე წასასვლელად მომზადებული, ნაბიჯი   გადადგმული, თეჰიონის ერთი დაძახება და უკან იხევდა.
ისევ მასთან მიდიოდა, ისევ ის უნდოდა და ვერ წარმოედგინა, თუნდაც წამით, რას გააკეთებდა, მაშინ, როცა მის ცხოვრებაში კიმ თეჰიონს, მის გვერდით აღარ მოიაზრებდა.
აშინებდა ასეთი მომავალი.
მისი ზმანებაც კი საკმარისი იყო ბიჭისთვის, თავი უბედურად, მაგრამ მაინც ბედნიერად ეგრძნო.
და საერთოდ რომ გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან, ამას ალბათ ვერ გადაიტანდა.

ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ცოტა ხნით თავს დრო მისცა, თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მოერია გაუბედაობას.
ფრთხილად მიჩოჩდა თეჰიონისკენ და ნახევრად შეტრიალებულ, აშკარად არაკომფორტულ პოზაში მწოლიარე უფროსს, ასევე ფრთხილად შეეხო, გულაღმა მთელი ტანით გადმოაბრუნა.
წამები ისევ დააკვირდა, მისმა მოქმედებამ უფროსის შეფხიზლება, ხომ არ გამოიწვია და როცა დარწმუნდა, რომ თეჰიონს ისევ ღრმად ეძინა, კვლავ გაიღიმა.
ხელი თბილად, თითქმის მოჩვენებასავით ჩამოატარა უფროსის ღაწვებზე და მომდევნო წამს თავი მის მკერდზე კომფორტულად დადო.

Graffîtî   Donde viven las historias. Descúbrelo ahora