პროლოგი
ცხოვრება...ჩემი პირველი და ბოლო სიტყვა რომელსაც ყოველთვის გავშიფრავ,არ დავამთავრებ მის ყველაზე ღრმა ნაწილში ძიებას. მე წინ მივიწევ და შენ ვინ ხარ რომ შემაჩერო? ჩემი "მეს" ერთი მხარე ფიქრობს,რომ ყველაფერი მარტივია ცხოვრებაში,გაჩნია როგორ შევხედავთ-როგორი კუთხით. "ოპტიმისტური იყავი მუდამ" "გაიხალისე ცხოვრება" ....მაგრამ ამისდამიუხედავად მე არ ვეძებ მარტივ გზას,მე ვირჩევ გრძელს და უფრო საინტერესოს...დაძაბულს და ფერადს.
ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს-
1.მარტივი და მშვიდი ხასიათის
2.ამბიციური და ლაღი
(ეს კიდევ შეიძლება დაიყოს თითქოს "ქვეთავებად")ჩემი ორივე პიროვნება მიყვარს
ჩემი თავი მიყვარსან რატომ არ უნდა მიყვარდეს? (ვცდილობ ეგოიზმში არ გადამივიდეს)დააფასე შენივე თავი, და სხვებიც დაგაფასებენ..(ეს ფაქტია, და ამას ვერავინ შეცვლის)
გააჩნია რომელ ხასიათს როდის გამოამჟღავნებ.
რთულია იყო ის როგორიც სხვას უნდა რომ გხედავდეს...
ან რატომ უნდა იყო ვიღაც სხვისი წარმოსახვის ნაწილი?
შენ შენ ხარ, ყველა ინდივიდუალურია, შენ ასეთი ხარ და სხვის გამო რატომ უნდა შეიცვალო?იყავი შენი თავი
არ დაიკარგო
არ მისცე სხვას შეგცვალოს ისე რომ შენი თავი შეიძულო
არ მოექცე სხვისი ზეგავლენის ქვეშრათქმაუნდა,შეიცვალე უკეთესობისკენ და განვითარდი მაგრამ შენი სურვილით.
გაითვალისწინე სხვისი რჩევები
მოუსმინე მათ
კარგი იდეაა? მაშ განახორციელე!მადლობა იმისთვის რომ არსებობ შენ განსაკუთრებული შენივე ნაკლით.
ეცადე იყო შენივე თავის საუკეთესო ვერსია.ჩაიხედე ღრმად და საკუთარი თავი იპოვე.
ჩემი ცხოვრების მიზანი სწორედ ეს იყო და მივაღწიე კიდეც თუმცა ამისთვის დრო იყო საჭირო. იყო სირთულეებიც, დანებების მცდელობაც, მაგრამ ისინი გვერძე გადავდე.
თუ მიზანს ვერ ვაღწევდი თვით მიზანს კი არ ვცვლიდი, არამედ მისკენ მიღწევის გზას.და კი
მე ეს გამომივიდაავტორი:
ამ "წიგნით" მინდა თქვენც იპოვოთ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და შთააგონოთ თქვენ თავს რომ თქვენივე თავის საუკეთესო ვერსია ხართ და რომ ცხოვრება მშვენიერია თავისი სირთულეებით და პატარა არასრულფასოვანი დეტალებით.წაკითხვის შემდეგ დაუსვით შეკითხვა თქვენ თავს "ვინ ვარ მე" და თუკი ამაზე პასუხი გაქვთ ესეიგი წიგნის მთავარი აზრი გაიგეთ,ესეიგი სათქმელი თქვენთან მოვიდა.
მადლობა რომ შემოიჭყიტეთ და დაიწყეთ კითხვა. მერწმუნეთ არ ინანებთ❤️
YOU ARE READING
ვინ ვარ მე?/who am i?
Actionფსიქოლოგიური "წიგნი" რომელიც საკუთარი თავის მოძებნაში დაგეხმარებათ