,,You are my family and I will protect you for the rest of my life,,

310 31 18
                                    

როგორც წესი როდესაც ალფა თავის ჭეშმარიტს იპოვის ნიშნის დადების ცერემონია იმართება რამდენიმე დღეში, შემდეგ კი ომეგა უკვე ალფასთან იწყებს ცხოვრებას. არ აქვს მნიშვნელობა ქორწინებით თუ ისე, ამ ვითარებაში ომეგას არაფერს ეკითხებიან და იმის უფლებაც არ აქვთ რაიმე გააპროტესტონ.  კანონის მიხედვით ომეგას არ აქვს უფლება ალფის წინააღმდეგ წავიდეს და მას არ გაყვეს, ამ შემთხვევაში მაინც ძალით წაიყვანენ მაგრამ დასჯით უკვე ალფა სჯის სახელმწიფო ამ საქმეში არ ერევა. ელიტარულ საზოგადოებაში ამ წესებს მკაცრად იცავენ, არავის უნდა ერთმა სულელმა ომეგამ შეარცხვინოს ამიტომ ხშირ შემთხვევაში მასზე მორჩილებას იყენებენ და ასე მიყავთ, ან ოჯახს ფულს უხდიან. 

ჯიმინის ერთადერთი ოჯახი სოკჯინი იყო, მართალია ჯიმინს არ უნდოდა მაგრამ იცოდა კანონები ისიც იცოდა რა შეეძლო ბოგუმს ან ჯონგუკს არ უნდოდა თავის ძმას რაიმე დაშავებოდა ამიტომ შეეწინააღმდეგა სოკჯინს, დააჯერა რომ ჯონგუკი დიდიხანია მოწონდა და ახლა  ბედნიერი იყო მასთან ცხოვრებით. რათქმაუნდა სოკჯინმა არ დაუჯერა თვითონაც კარგად იცოდა რომ ატყუებდა ჯიმინი მაგრამ დანებდა რადგან კარგად გააცნობიერა რა მოხდებოდა თუ ჯიმინს წამოიყვანდა იმ ოჯახიდან.ახლა ძალა არ ეყოფოდა, ვერ გაუმკლავდებოდა ჯონებს, მაგრამ მოვა დრო და შეძლებს გამკლავებას აი მაშინ კი ვერავინ ვერ აღუდგება წინ, მაინც წამოიყვანს საკუთარ ძმას და ბედნიერ ცხოვრებას აჩუქებს როგორც დაპირდა ამ სულელური კანონების და ქვეყნისგან შორს. 

თეჰიონს ყავდა ოჯახი,  მისი ოჯახი ელიტის ერთ ერთი წევრი იყო, ქვეყანაშიც საკმაოდ კარგი სახელით გამოირჩეოდნენ და ასე რომ ვთქვათ ჯონების შემდეგ მეორე ოჯახი იყო მაგრამ თემინი მხდალი მოხუცი გახლდათ. ეშინოდა თავისი ქონების და სახელის დაკარგვის ამიტომ ყველაფერზე გახლდათ წამსვლელი, თეჰიონს არც კი გაკვირვებია ან სწყენია  როცა მამამისმა ასე უბრალოდ დატოვა ჯონების ოჯახის  მეტს არც მოელოდებოდა.  იცოდა ბოგუმი დაემუქრებოდა და ისიც მაშინვე დათანხმდებოდა ყველაფერზე, თან თვითონაც აწყობდა ჯონების ოჯახთან პარტნიორობა ამ საქმიდანაც კი სარგებელს აიღებდა. თეჰიონისთვის ოჯახს მხოლოდ ჯონგინი წარმოადგენდა, მართალია ნახევარ ძმები იყვნენ მაგრამ ჯონგინმა პატარა თეჰიონი საკუთარ ძმად მიიღო, პატარაობიდანვე ისე ევლებოდა როგორც თავის ბიოლოგიურ ძმას  მართალია დედამისს თემინის მეორე ცოლს ვერონიკას არ მოწონდა დიდად თეჰიონი და ჯონგინისთვისაც ხშირად დაუშლია მასთან ურთიერთობა მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გვერდით ედგა და უვლიდა. როცა უკვე საკმაოდ წამოიზარდნენ ჯონგინი წალკე გადავიდა სახოვრებლად და თეჰიონიც თან გაიყოლა. ჯონგინი იყო თეჰიონისთვის მამაც, დედაც და ძმაც, ის იყო მისი ერთადერთი იმედი და ოჯახი.  ჯონგინის იმედი ჰქონდა, იცოდა რომ როგორც კი ამ ამბის შესახებ გაიგებდა მაშინვე მოვიდოდა და წაიყვანდა მას, იცოდა რომ ეს შეეძლო.

I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.Where stories live. Discover now