თავი საკუთარ ტყუილში გამოიჭირა

511 89 19
                                    

ცხოვრება თვეების მანძილზე, შავ-თეთრ სკეჩს ჰგავდა, უგემოვნოდ, არაოსტატურად შესრულებულს.
პენსიაზე გასული მხატვრის ნამუშევარს, რომელმაც დიდი ხანია დაჰკარგა ძალა თითებში. ვერც ფანქარს იყენებდა ოსტატირად და ვერც ფუნჯებს.
ახლა კი გაფერადდა, სიცოცხლე შეიძინა არასწორად დასმულმა ხაზებმა.
ბოლოჯერ ეცადა თითქოს მხატვარი.
ბოლო ნამუშევარს ჰგავდა სწორედ მისას და ახლა მზად იყო მშვიდად განესვენა.
ეს აშინებდა ჯონგუკს. ბოლო გამონათება...
არ სურდა ეს ბოლო ყოფილიყო.
იმ ნათელ ფერებს, ახლახანს თავიდან რომ შეიძინა მისმა ცხოვრებამ, დიდხანს მოუფრთხილდებოდა.
ყველაფერს გააკეთებდა მათ შესანარჩუმებლად. არ მისცემდა უფლებას საღებავს გახუნებულიყო.
მზის სხივს მოარიდებდა, ავ თვალს არ დაანახებდა.
იქ ექნებოდა, ახლოს გულში და სულ თან ატარებდა.
ბევრს მოიტყვილებდა, ბევრ სიმართლესაც შეურევდა, ისე რომ თავადაც გასჭირვებოდა უკვე ტყუილ-მართალის გარჩევა.
ყველაფერს ისე შეფუთავდა, მის გულს რომ გაახარებდა და ისეც, ყველას რომ სიამოვნება მიეღო.
მეგობარს დაიბრუნებდა.
მეგობრობის იარლიყს ფართე საყელოზე, ფართედვე მიაწეპებდა.
გაიღიმებდა ბედნიერებისგან და იტირებდა...
იმ ხაზს არ გადაჰკვეთდა, ისედაც შეუმჩნეველი რომ იყო.

სანამ თეორიულ გეგმას, მხოლოდ გონებაში გავლებულს, ქაღალდზე გადმოუტანლად ამუშავებდა.
სანამ რეალობას მოარგებდა და პრაქტიკაში გაატარებდა, მანამდე დაიწყო ტყუილის და სიმართლის არევა გონებაშივე.

მეგობრობა_იარლიყი
ბედნიერება_ღიმილი
გულს მოარგებდა_სხვასაც გაახარებდა
ხაზის გადაკვეთა_შეუმჩნეველი ხაზი

"ჯონგუკ წავიდეთ."

"ჯონგუკ დღეს რომელზე მოგაკითხო?"

"ჯონგუკ, აღარ ისვენებ?"

"ჯონგუკ დღეს ერთმანეთს ბინაში შევხვდეთ, ახალ ბინაში."

Graffîtî   Место, где живут истории. Откройте их для себя